Digest Logo

„არ ვეთანხმები, რომ საქართველომ სუსტად ითამაშა“ - დე ლა ფუენტეს კომენტარი

1763276577
დე ლა ფუენტე

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 4:0 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.

„არ ვეთანხმები იმას, რომ საქართველომ სუსტად ითამაშა. მათ კარგი ნაკრები ჰყავთ, თუმცა ჩვენ საუკეთესო გუნდი გვყავს და კარგი სამუშაო გავწიეთ.

საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, კარგი მომავალი აქვთ და წარმატებულები იქნებიან. საქართველოს კარგი ახალგაზრდები ჰყავს და მთავარია, საკუთარ განვითარებაზე იფიქრონ.

ჩემი ნაკრების თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა, უფრო მეტი გვინდა“, - განაცხადა დე ლა ფუენტემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლობა გულშემატკივარს გამხნევებისთვის“- ბუდუ ზივზივაძე

⭕გამარჯვება სრული დომინაციით - ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო დივიზიონის ახალი ჩემპიონია

⭕„თუ ადამიანი არაა მზად ამ სტატუსში ყოფნისთვის, უბრალოდ უნდა შეიკავო თავი...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

წყარო: lagazzetta.ge