Digest Logo

„ნაკრების რამდენიმე მოთამაშემ თავისი რესურსი ამოწურა“ - სანიოლის კომენტარი

1763277986
ვილი სანიოლი

ესპანეთთან წაგებული 4:0 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

„შედეგი ბევრ რამეზე მეტყველებს. მაგალითად იმაზე, რომ დაცვაში ბევრი სამუშაო გვაქვს, თუმცა წეინასთან შედარებით პოზიტივი არის და რამდენიმე შანსიც შევქმენით.

ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბიჭები ბოლომდე იხარჯებოდნენ, შემართებით იყვნენ და ეს დადებითია. როცა ასეთი დონის ნაკრებს ეთამაშები, დაცვაში აუცილებლად კარგი თამაში გვმართებს.

რამდენიმე მოთამაშემ თავისი რესურსი ამოწურა და ცვლილებებია საჭირო. განსაკუთრებით ეს დაცვის ხაზს ეხება. არ მგონია, რომ მე თუ წავალ, ვინმე სწრაფად მოახერხებს ამ ცვლილებებს. ყოველთვის პატიოსნად ვსაუბრობ ყველა პრობლემაზე. ვიცი, რომ ამჟამად რთულ პერიოდს გავდივართ, თუმცა მჯერა, რომ ამ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ.

ცოტა ხნის წინ, ილია ბერიაშვილს ვესაუბრეთ და ბულგარეთთან მატჩისთვის ის საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

დე ლა ფუენტესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ ხშირად მომიწია თამაში და მომავალში მასთან შეხვედრა აღარ მსურს“, - განაცხადა სანიოლმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ ვეთანხმები, რომ საქართველომ სუსტად ითამაშა“ - დე ლა ფუენტეს კომენტარი

⭕„მადლობა გულშემატკივარს გამხნევებისთვის“- ბუდუ ზივზივაძე

⭕გამარჯვება სრული დომინაციით - ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო დივიზიონის ახალი ჩემპიონია