
სამეგრელოში მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს. ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს გაავრცელა.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 47 წლის მამაკაცი შვილს ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რასაც არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა და მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. არსებული ინფორმაციით, მამა სავარაუდოდ, 5 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა სექსუალურად.
მეორე დაკავებულის შესახებ ცნობილი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის 28 წლისაა.
მოზარდის ოჯახის წევრები ბავშვის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
„ძალიან საშინლად გრძნობს ბავშვი თავს. რა გააკეთოს, არ იცის. ბავშვი არის სტრესში, დამნაშავეა თავისი მამა. ყველაფერს გაარკვევს სამართალი, პოლიცია იძიებს“, – ამბობს ბებია „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.
ასევე დაგაინტერესებთ: