
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე ჟურნალისტებთან საუბარში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, ქაღალდში გადაახვია და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით“.
ბარამიძის თქმით, ექიმს კანონი არ დაურღვევია.
„ადამიანს რაღაც ფურცელი ედო წინდაში, ეს რა პრობლემაა, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც მათ შეეძლოთ ნებისმიერ რამ, რაც არის დაკავშირებული პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან, გაეტანათ. რას ჩაიდებს წინდაში, რას გაიტანს და გამოიტანს, ეს არაფერი კანონდარღვევა არ არის და ამისთვის გამოვარდეს იუსტიციის მინისტრი და დაიწყოს კადრების ჩვენება, როგორ აქვს ადამიანს რაღაც წინდაში ჩადებული, არის უბრალოდ სამარცხვინო ამბავი და რაღაც პროვოკაციაზე საუბრობს, რა არის აქ პროვოკაციული? რა კანონი დაარღვია ამ ადამიანმა? რისი პროვოცირების გამო აკეთებდა ამას? თვითონ ამბობენ, რომ რაღაცის ნიმუშიაო და იქნებ არ არის ნიმუში, ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა? ვინმემ რამე გამოიკვლია? რა იყო? რატომ ედო? რა ქაღალდი ედო ამ ადამიანს წინდაში? იქნებ რამე მისი პარადი ნივთია, ვინმემ ეს გამოიძია? შეისწავლა?“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
ინფორმაციისთვის, პენიტენციური სამსახურის ცნობით, სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის გატანას.
ასევე დაგაინტერესებთ: