ფსიქოლოგებისა და მშობელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, მშობლებს ყველაზე ხშირად სინანული იმის გამო უჩნდებათ, რომ შვილების პატარაობისას ყოველდღიური საზრუნავისა და წვრილმანების გამო, სრულფასოვნად ვერ ტკბებოდნენ მათთან ურთიერთობით.
რას ნანობენ მშობლები ყველაზე ხშირად, როდესაც შვილები იზრდებიან და რა რჩებათ ბავშვებს ყველაზე მეტად მეხსიერებაში - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა მედეა გელდიაშვილმა ისაუბრა:
„დრო იყო ყველაზე აქტუალური, რაც გამოიკვეთა, დრო, რომელიც ვერ გაატარე შვილთან.
გარდაუვალია, სინანული არ მოვიდეს და რაღაც გადაფასება არ დადგეს მშობლის ცხოვრებაში. როდესაც ვიზრდებით, საკითხებს სხვანაირად ვუყურებთ, უფრო მეტი ცოდნა გვაქვს. ეს განცდებია, რაც ძალიან რეალურია.
თანამედროვე მშობლისთვის დროის ფაქტორი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ჩნდება ბევრი ვალდებულება.
მნიშვნელოვანია ურთიერთობის ხარისხი, შეიძლება დედა და შვილი, მამა და შვილი მთელი დღის განმავლობაში იყვნენ ერთ ფიზიკურ გარემოში, ერთ სახლში, თუმცა მათ შორის არანაირი ემოციური გადაკვეთა არ იყოს“, - ამბობს მედეა გელდიაშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ: