Digest Logo

🎥 რას ნიშნავს ქალური ენერგია და როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა ენერგეტიკულად გადაღლილი - ქეთევან ჯანდიერის განმარტება

1773062780
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი გადაცემის „რა გვსურს ქალებს“ სტუმარი იყო, სადაც ქალურ ენერგიაზე, ფემინურობასა და მასკულინურობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, როდესაც ქალი ენერგეტიკულად გადაღლილია, მას ფარისებრი ჯირკვლის ან რეპროდუქციული სისტემის პრობლემები აქვს:

„ქალური ენერგია, ე.წ. ფემინური ენერგია გააჩნია ყველა ადამიანს, სქესის მიუხედავად, რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს წამყვანი რომელი ენერგიაა. თუ ვსაუბრობთ მდედრობით სქესზე, დისბალანსში არის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „მასკულინური“ ენერგია ჭარბობს. 

ფემინური ენერგია არის მიღება, შემოქმედებითობის უნარი, გაცემა ოღონდ ბალანსში. როდესაც ქალი ძალიან ბევრს გასცემს და საპასუხოდ ვერაფერს იღებ, პარტნიორული ურთიერთობიდან თუ ზოგადად, მაშინ უკვე დისბალანსში მოდის შენი ფემინური ენერგია. 

გავრცელებულია კლიშე, რომ ყველა ქალი არის მიმღები. რეალურად, ქალი არის გამცემი. ქალი რა ენერგიასაც გასცემს ის უბრუნდება. 

მასკულინური ენერგია არის მამაკაცური საწყისი: აგრესია, კონტროლი, პრაგმატული უნარი. 

როგორ გავიგოთ, რომ ენერგეტიკულად გადაღლილი ვართ? 

ენერგეტიკულად იფიტებიან, ჯანმრთელობის მხრივ იხდიან ფარისებრი ჯირკვლით და რეპროდუქციული სისტემით.

ძალიან მოდაშია, რომ ქალიც მე ვარ და კაციც მე. რა გიხარია? ეს არ არის საამაყო, შენ უნდა იყო სუსტი, შენ უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება, ვიღაცას სთხოვო დახმარება. ძლიერ ქალებს 21-ე საუკუნეში თითქოს გვეთაკილება, რომ ვიღაცას, რაღაც ვთხოვოთ“, - ამბობს ქეთევან ჯანდიერი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მაბულინგებენ, რომ შვილს სწორად არ ვგლოვობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე...“ - რას ჰყვება მაია ასათიანი

🎥 „არის პატარა დეტალები, რომლებიც გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე გვგონია“ - თიკა ფაცაცია რიკოთზე გადაღებულ ემოციურ კადრებს გვიზიარებს

🎥 გელა ბარკალაიას სარვამარტო საჩუქარი რძალს - „ყველაფერი გაქვთ, ამიტომ ვთქვი, ისეთ რამეს გავაკეთებ, რომ ისტორიას დარჩეს...“