Digest Logo

„მაბულინგებენ, რომ შვილს სწორად არ ვგლოვობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე...“ - რას ჰყვება მაია ასათიანი

1773049169
მაია ასათიანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი სტუმრად გადაცემაში „ფუპოდკასტი“ იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ წლები დასჭირდა, რომ სიმღერა ისევ გაებედა.

„როცა „პროფილისთვის“ საახალწლო გადაცემას ვამზადებდით, ჩვენი მიზანი იყო, გამოსულიყო გადაცემა ყველა ასაკის ადამიანისთვის. ამის გამო, ჩემს თავს უფლებას ვაძლევდი, მემღერა. 

ნუცას ამბის შემდეგ, წლები დამჭირდა, რომ სიმღერა ისევ გამებედა. 

მერე, ერთ მშვენიერი დღეს, დოი დამეხმარა, დამაძალა. ბოლო კადრი, სადაც თეთრ ციგაზე ვდგავარ და „ახალი თეატრის“ მსახიობებთან ერთად ვმღერი, დოის დამსახურებაა და გამომივიდა.

სიმღერა გამომივიდა, მაგრამ არ გამომივიდა ხუმრობა. ვანო ჯავახიშვილმაც დამპატიჟა, „კაცებისგანაც“ დამირეკეს, როგორც ამბობენ, მგონი, არ მაქვს ცუდი იუმორი, მაგრამ ვერ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება.

ხომ ჰგონიათ, რომ საცურაო კოსტიუმით დავდივარ, მაბულინგებენ, რომ შვილს სწორად არ ვგლოვობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე. ახლა მივხვდი, რომ ვარ მსუბუქად და შემიძლია ხუმრობაში აგყვეთ. „ყოჩაღ, მაია“ - ჩემს თავს მინდა ვუთხრა, მადლობა, რომ ეს შემაძლებინეთ“, - ამბობს მაია ასათიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არის პატარა დეტალები, რომლებიც გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე გვგონია“ - თიკა ფაცაცია რიკოთზე გადაღებულ ემოციურ კადრებს გვიზიარებს

🎥 „შესაძლებლობებით აღსავსე პერიოდი იწყება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 გელა ბარკალაიას სარვამარტო საჩუქარი რძალს - „ყველაფერი გაქვთ, ამიტომ ვთქვი, ისეთ რამეს გავაკეთებ, რომ ისტორიას დარჩეს...“