Digest Logo

რას ნიშნავს „სინათლის ჩრდილი“: მისი ერთ-ერთი უძლიერესი ჩრდილია - უარი, იყოს „ყველასთვის კარგი“

1773061276
გახსივოსნება

მაღალვიბრაციული ადამიანების „სინათლის ჩრდილი“ ხშირად არასწორად აღიქმება სიცივედ ან სიმკაცრედ. სინამდვილეში კი ეს არის სულიერად განვითარებული ადამიანის ძალა - უნარი, დაინახოს რეალობა ილუზიების გარეშე, დაიცვას საზღვრები და შეწყვიტოს ენერგეტიკული კავშირი დესტრუქციულ გარემოსთან.

მაღალვიბრაციული ადამიანების სინათლის ჩრდილი

✨ სინათლის (ნათელი) ჩრდილი ესაა - მაღალვიბრაციული ადამიანების განდევნილი ძალა... სიძლიერე. სულიერად განვითარებულ ადამიანებთან ხშირად გვხვდება განდევნილი -არა აგრესია, არამედ მათივე ველის ინტენსივობა.

✨ ახლა უფრო კონკრეტულად - რას გულისხმობს სინათლის ჩრდილი და როგორ ვლინდება ის:

✨ 1. სულიერი ვერტიკალის ჩრდილი: განყენებული (ცივი) სიცხადე. მაღალვიბრაციული ადამიანი ავითარებს ძლიერ არსობრივ სვეტს - ანუ ის ცხოვრობს არა საკუთარი ტრავმებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი იდეის გარშემო. მისი ფსიქიკა ტრიალებს შინაგანი ცენტრის გარშემო და იქიდან მართავს რეალობას. სხვაგვარად რომ გამოვიხატოთ - „თვითობის“ არსობრივი არქეტიპის გარშემო. თვითობას კი შეუძლია დაწვას ეგო.

✨ როდესაც ადამიანი ძლიერი შინაგანი ვერტიკალით აკეთებს დასკვნას, რომ მის წინაშე დესტრუქციული სტრუქტურაა, ის არ ერთვება ემოციურ ბრძოლაში. ის, უბრალოდ წყვეტს მოწინააღმდეგეს აღიარებას - თავისი სამყაროს ნაწილად! ამას ჰქვია ონტოლოგიური განდევნა.

✨ ამავე დროს, ეს ადამიანი შესაძლოა იყოს ძალიან ზრდილობიანი, და ამასთან სრულიად გადაუკეტოს მოწინააღმდეგეს მის ველთან წვდომა. ხოლო ნარცისული და მიჯაჭვული ადამიანებისთვის ეს - მოკვეთის ტოლფასია. ✨ რაში გამოიხატება ასეთი მაღალვიბრაციული ადამიანის სიცივე: ის - არაფერს ამტკიცებს; თავს არ იმართლებს; შურს არ იძიებს; არ ხსნის და განმარტავს; უბრალოდ, წყვეტს ენერგეტიკულ კვებას. და ასეთი ქმედება, ვთქვათ, ნარცისული ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის, რომელიც გარედან იკვებება - დამანგრეველი და სასტიკია.

2. სინათლის ჩრდილი - ესაა უნარი დაინახო ილუზიის გარეშე. ...მაღალვიბრაციულ ადამიანებს ძირითადად კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ. მაგრამ მათი ჩრდილი - ესაა ადამიანის სუსტი ადგილების რენტგენი. რადგან ადამიანთა უმრავლესობა ხედავს არა თავად ყოფას, არამედ საკუთარ - პროექციებს მასში.

✨ ხოლო ადამიანი მაღალვიბრაციული განვითარებით კი ხედავს ნაკლებ პროექციას, შესაბამისად - უფრო მეტ რეალობას. და თუ გადაწყვეტს მოქმედებას, ის წერტილოვნად ურტყამს არა სტრუქტურას, არამედ - სიმპტომებს. და ეს არაა ემოციური აგრესია. ესაა სტრატეგიული ცოდნა. როდესაც ისინი საფრთხეს გრძნობენ, არ კარგავენ კოგნიტურ სიცხადეს.

3. თანაგრძნობის ჩრდილი - საზღვრის სანტიმეტრების გარეშე. თანაგრძნობა არ ნიშნავს სირბილეს, კომფორტულობას. ...ბუდისტურ ტექსტებში არის ასეთი „მრისხანე ღმერთი“ ვაჯრაკილა. და ეს არის გაცნობიერებული გონის გამოვლენა, რომელიც ანადგურებს არა თავად ადამიანს, არამედ მის - ილუზია - უგუნურობას.

✨ როდესაც მაღალვიბრაციული ადამიანი ეჯახება სისტემურ დესტრუქციებს

- ფსიქოლოგიურ ძალადობას, მანიპულაციას, პარაზიტივიზმს

- მისი ჩრდილოვანი მხარე ვლინდება, როგორც ურყევი საზღვრები. ამიტომ, მან შეიძლება:

- დაკეტოს წვდომა თავის რესურსებზე;

- თანადგომა შეწყვიტოს;

- გაანულოს თანამშრომლობა;

- სინათლეზე გამოიტანოს ფარული მექანიზმები;

და ამ ყველაფერს აკთებს

- ემოციური ისტერიკისა და ქარიშხლების გარეშე.

ინფანტილური ფსიქიკისთვის, ეს არის - სისასტიკე. მაგრამ არსობრივად, ესაა ბალანსის აღდგენა.

✨ 4. მაღალი ვიბრაციის ჩრდილი - მასშტაბია. ...მაღალვიბრაციულ არსებობას თან ახლავს - ველის გაფართოებაც. შესაბამისად, ასეთი ადამიანი ზემოქმედებს არა წერტილოვნად, არამედ - სისტემურად.

✨ თუ ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ ურთიერთობა ტოქსიკურია, ის არ ებმევა ღია კონფლიქტში. ის ცვლის სივრცის სტრუქტურას. და სწორედ ამაში ვლინდება მისი „სიმკაცრეც“: ის არ კამათობს, ის ცვლის ველის ენერგეტიკულ დინებებს... შესაბამისად, მოწინააღმდეგე აღმოჩნდება სისტემაში, სადაც მისი ჩვეული მეთოდები, უბრალოდ - ვეღარ მუშაობს.

✨ 5. სულიერების ჩრდილი - ესაა მოთხოვნილების გაქრობა - მოსწონდე ყველას. ნათელი ადამიანების ერთ-ერთი უძლიერესი ჩრდილია - უარი, იყოს „ყველასთვის კარგი“

✨ სანამ ადამიანს სურს იყოს მიღებული სოციუმში, მისი კონტროლი შესაძლებელია სირცხვილისა და გაუფასურების პროგრამების მეშვეობით. მაგრამ როდესაც ნათელი ადამიანი აკეთებს ჩრდილის ინტეგრაციას, ხდება შემდეგი: - ადამიანი იღებს საკუთარ უნარს, იყოს სახიფათო; - იღებს უფლებას სიმკაცრეზე; - იღებს უფლებას - არ გადაარჩინოს ყველა და ყველაფერი;

✨ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი ველი - უფრო მკვრივი და შეუვალი. ეს კი გარშემომყოფებისგან აღიქმება, როგორც სიმკაცრე, შეუვალობა... არა ხმაური; არა ზეწოლა; არამედ- გრავიტაცია;

✨ რატომ არ ავლენენ ასეთი ადამიანები ამ ყველაფერს ხშირად? ....იმიტომ, რომ მაღალვიბრაციული ადამიანების უმეტესობას გააჩნია მდიდარი გამოცდილება - ადრეული ასაკიდანვე დაეთრგუნათ საკუთარი ძალები. მათ ასწავლიდნენ ყოფილიყვნენ - რბილები, მორჩლები, კომფორტულები...

✨ ჩრდილთან მუშაობა კი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უფლებას აძლევს: გაბრაზდეს - ნგრევის გარეშე; სიცივე გამოავლინოს - დადანაშაულების გარეშე; სტრატეგია გააჩნდეს - საკუთარი თავის მართლების გარეშე;

✨ და მხოლოდ ამის შემდეგ სინათლე აღარ არის მხოლოდ სითბო! ის ხდება ლაზერი!

✨ რა არის სინათლის ჩრდილის სიღრმისეული არსი და დანიშნულება?

ილუზიების განადგურება - ამასთან, ხელის აკანკალების გარეშე!!

არა - ადამიანების; არა - სამყაროს;

არამედ - ილუზიების!!! და ილუზიები ბევრი ადამიანისთვის - საყრდენი კონსტრუქციაა და თვითგადარჩენას უტოლდება. ამიტომ ასეთ ადამიანთან შეხვედრა, იგრძნობა, როგორც საფრთხე!

✨ მაშასადამე: ...მაღალგანვითარებული ადამიანის სინათლის ჩრდილი, ესაა მისი - უკიდურესი სინათლე; უკიდურესი ავტონომია;

უკიდურესი შეუვალობა მანიპულაციებისადმი;

და ეს არ არის აგრესია.

💫 ესაა სრულობა, მთლიანობა, სისავსე...

💫 და სწორედ ეს სრულობა ხდის მას საშიშ მოწინააღმდეგედ ნებისმიერი დესტრუქციული სტრუქტურისთვის...

 

ავტორი: ე.დოლგორუკაია.

მოამზადა დაჯი მამულაშვილმა ❤