რატომ აღარ ჩანს ისე აქტიურად ბიგ თიკო, იგივე თიკო ცუცქირიძე, რა არის მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რით არის დაკავებული ახლა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – ამ კითხვებზე პასუხი რეპერმა ქალმა ჟურნალ „თბილისელებს“ გასცა.
ბიგ თიკო: შემდეგი ერთი წელი ჩემთვის ტრანსფორმაციის წელი იქნება. ცვლილებებს ვგეგმავ, როგორც ფიზიკური, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით. მინდა, ცოტა დავისვენო და გადაფასებული ფასეულობებით შევხედო ცხოვრებას, უკეთ გავიაზრო, რა მინდა, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ყველაფრის გამო, რაც აქამდე იყო. განვლილი გზა მე მაბედნიერებს.
– კონკრეტულად რა ცვლილებებს გულისხმობ?
ბიგ თიკო: მინდა, შემოქმედებითად სხვა ფორმით წარვდგე მსმენელის წინაშე. მგონია, რომ ჯერ ჩემი მთავარი სათქმელი არ მითქვამს ჩემი მსმენელისთვის და მინდა, ეს გავაკეთო.
ვიზუალური თვალსაზრისითაც ვგეგმავ ცვლილებებს. მინდა, უკეთესობისკენ განვიცადო ტრანსფორმაცია. ახალი იმიჯის მორგებას ვაპირებ. ყველაფერს წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ვცდილობ, ბიგ თიკოდან მედიუმზე გადავიდე (იცინის).
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ...“ - ნოემბრის სანაკრებო შეკრება დაიწყო