ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ვინც ენას არ აკონტროლებს — მისი მსახურება ამაოა.
უქმი სიტყვა,
ზედმეტი სიტყვა,
ბევრი მეტყველება,
მდუმარება უნდა ვისწავლოთ...
თუ ადამიანი მდუმარებას არ სწავლობს — აუცილებლად სცოდავს,
აუცილებლად.
იმიტომ გითხარით დასაწყისშივე,
რომ უმაღლესი გამოყენება სიტყვისა არის ლიტურგიკული მსახურება,
როცა დგახარ და შენი გულით უერთდები ღვთისმსახურებას და ადიდებ ღმერთს,
ამაზე დიდებული და ამაზე მშვენიერი არაფერი არ არსებობს,
და მერე, როცა გავდივართ და მეტყველებას ვიწყებთ, დაუფიქრდით რაზე ვლაპარაკობთ?!
რას ვმეტყველებთ?!
რაში ვხარჯავთ სულის იმ სასიცოცხლო ენერგიას რომელიც ღვთის სადიდებლად უნდა იყოს?!
უნდა ვიყოთ ძუნწი სიტყვაში,
ძუნწი მაქსიმალურად“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უმშვენიერესი გოგო“ - შორენა ბეგაშვილის ახალი ფოტოები ტაილანდიდან
⭕„გილოცავთ 41-ე დაბადების დღეს“ - ქეთი ხატიაშვილი მეუღლეს იუბილეს ულოცავს