რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის, ედო არზუმოვის ვიდეო გავრცელდა, სადაც იგი შესანიშნავად ასრულებდა ლეგენდარულ სიმღერას „კახეთო“. ედო არზუმოვმა საზოგადოების დიდი სიმპათია დაიმსახურა. მის შესრულებას გამოეხმაურნენ ცნობილი სახეებიც, მათ შორის მომღერალი გელა დონაძე.
ამჯერად კი მუსიკოსი და მომღერალი დავით არჩვაძე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ ედო არზუმოვთან ერთად მუშაობას აპირებს და მას „კახეთოს“ ახალი ვერსია მოუმზადა:
„კახეთოს“ ახალი ვერსია გავამზადე კაპელასთან ერთად ამ საოცარმა კაცმა რომ იმღეროს.
ჩავიბარებ და მალე დავაგუგუნებთ ამავე ტონალობაში რომ დაინგრეს ყველაფერი“, - წერს დავით არჩვაძე.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავთ 41-ე დაბადების დღეს“ - ქეთი ხატიაშვილი მეუღლეს იუბილეს ულოცავს
⭕ „გვინდა, რომ გვქონდეს ბევრი ფული, კარგი ურთიერთობა, სტატუსი მაგრამ...“ - რას წერს რამაზ გიგაური