მომღერალმა გურამ ლომიძემ „ზმნასთან“ თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
ინტერვიუდან ირკვევა, რომ მას ერთ-ერთ შვილთან (დედის გადაწყვეტილებით) კონტაქტი არ აქვს. ყოფილ ცოლების ნაწილთან კარგი, ზოგთან კი ცუდი ურთიერთობა აქვს.
მომღერალმა თავის შეყვარებულზე, მოდელ ეკატერინე ტუღუშზეც ისაუბრა:
„მყავს ულამაზესი, უმშვენიერესი შეყვარებული. მე და ეკატერინე ტუღუში ხუთი წელია ურთიერთობაში ვართ. ხუთი წელი რომ ხარ ურთიერთობაში, უკვე სერიოზული თემაა. სხვათა შორის, ძალიან ვუხდებით ერთმანეთს.
ეკატერინე ფოტომოდელია, საკმაოდ პოპულარული. ძალიან კეთილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანია.
ვფიქრობ, რომ ეკატერინე ნამდვილად ის არის, ვისაც ჩემს მომავალს ვუკავშირებ. მანამდე ბევრჯერ არ გამიმართლა“.
-ყოფილებთან რა ურთიერთობები გაქვს?
- ზოგთან კარგი, ზოგთან - ცუდი. უმეტეს შემთხვევაში, ცივილური. მყავს სამი შვილი. 23 წლის ნიკუშა, 15 წლის ლიამი და 9 წლის ელიზაბეტი. ლიამთან (დედის გადაწყვეტილებით) არ მაქვს კონტაქტი. ის ამერიკაში ცხოვრობს. ნიკუშა, ძმაკაცივით მყავს.
მასში ჩემს ახალგაზრდობას ვხედავ. მაგრად მგავს, როგორც ფიზიკურად, ისე - ხასიათით. განათლებით დედას დაემსგავსა. ამერიკაში, ბერკლიში თეატრალური ფაკულტეტი (კინომცოდნეობა, მსახიობობა) დაამთავრა. ახლა ბარსელონაში "გულაობს". ზაფხულში ჰოლივუდში წასვლას აპირებს. ელიზაბეტი არტისტულია, მღერის. ალბათ, მომღერალი იქნება.
ნიკუშას და ელიზაბეტს გადასარევი ურთიერთობა აქვთ. ხშირად ერთად არიან. როცა ნიკუშა ჩიკაგოშია, სულ ჩემთან არის, ელიზაბეტიც კვირაში ოთხი დღე ჩემთანაა. და-ძმა კარგად ერთობა“, - ამბობს გურამ ლომიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს თქვენს ტანჯვას“ - ნინი ქარსელაძე შეყვარებულია?
🎥 „ნახეთ, ხალხო, რა ლამაზია...“ - თიკა ფაცაციას ახალი კადრები სოცქსელიდან
🎥 „სასწაული ისტორიაა...“ - როგორ იშოვა გივი სიხარულიძემ ფული ამერიკაში