Digest Logo

🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი დაბალანსებული კვება ახალი წლის დღეებში - ენდოკრინოლოგის განმარტება

1736614806
ქეთი ღიბრაძ

ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები მთელი წელიც ისე ჩაივლისო. ამიტომაც საახალწლო სუფრას არაფერი უნდა აკლდეს. ხვავი და ბარაქა მშვენიერი სურვილია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობა, რასაც ჭარბი საკვები და ალკოჰოლი საგრძნობლად აზიანებს.

ენდოკრინოლოგმა  ქეთი ღიბრაძემ გადაცემაში „იმუნიტეტი“დაბალანსებული კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„დაბალანსებული კვება არის სწორი, რაციონალური, ჯერადობრივი კვება, რაც მოიცავს როგორც ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ფრუქტოზას, ლაქტოზას და ბოსტნეულის მიღებას. 

მნიშვნელოვანია დავიცვათ ბალანსი, უნდა გავაკეთოთ განტვირთვა, ეს არ ნიშნავს შიმშილს. კვება ჯობს გადაანაწილოთ, ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი, დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. რთულია გემრიელ კალორიებზე უარი თქვა, მაგრამ ჯობს ძირითადი კვების დროს მიიღოთ.

ვახშამზე ჯობს მიიღოთ ბოსტნეული“, - ამბობს ქეთი ღიბრაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „2თვე-ნახევარში მქონდა 17 კილო კლება, საბოლოო შედეგია 21 კილო“ - როგორ დაიკლო მაკა რაზმაძემ წონაში

🎥 „მაქვს დიაბეტი, საჩუქარი გავუკეთე ჩემს თავს და ყველაფერი ვჭამე ახალ წელს, დაახლოებით 20 ადამიანმა დამპატიჟა მეკვლედ“ - რას ჰყვება გია ჯაჯანიძე

„სამწუხაროდ ახალი ვირუსი ვრცელდება – Mpox... მთავარი საფრთხეა“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე