Digest Logo

რატომ აცხობენ აღდგომას პასკას და არის თუ რა ის ნახსენები ბიბლიაში?

1714828173
პასკა ცუკატებითა და ქიშმიშით

აღდგომა ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი, 40-დღიანი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ: -„ქრისტე აღდგა!“.

სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასკა, რომელსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია? რისი სიმბოლოა პასკა და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას?

რას უკავშირდება სააღდგომო პასკის ტრადიცია?

გადმოცემის თანახმად, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ტრაპეზის დროს გამოეცხადა. მოციქულებს მაცხოვრისთვის განკუთვნილი ცენტრალური ადგილი გამზადებული ჰქონდათ, მაგიდის შუაგულში კი მისთვის პური იდო. სწორედ ამ ბიბლიურ მოვლენასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში წარმოიქმნა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ პურს (ბერძნულად „არტოსი“). ამ ფორმით მორწმუნეები მოციქულებთან ქრისტეს ტრაპეზს იხსენებდნენ. მთელი ბრწყინვალე შვიდეულის (აღდგომის მომდევნო კვირა) განმავლობაში ტაძრებში აღსავლის კარი ღიაა და სწორედ მის წინ დევს არტოსი. შაბათის ლოცვის დასრულების შემდეგ კი ის მორწმუნეებს ურიგდება.

დროთა განმავლობაში ყველა ქრისტიანულ ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სააღდგომო პურის მომზადება დაიწყეს.

კანონიკური არტოსისგან განსხვავებით, პასკა არის სახლის პირობებში დამზადებული სააღდგომო პური, რომელსაც ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის აცხობენ.

თუმცა არტოსისთვის კანონიკური სააღდგომო პურის დარქმევაც რთულია, რადგან იესო ქრისტე მოციქულებთან ტრაპეზის დროს მიირთმევდა არა არტოსს და მით უფრო პასკას, არამედ ჩვეულებრივ ებრაულ ხმიადს. შესაბამისად, ბიბლიაში არ არის ნახსენები არც არტოსი და მით უმეტეს არც პასკა. ორივე მათგანი სააღდგომო პურისა და თანამედროვე ყოფის ადაპტირებული ვერსიაა.

თანამედროვე ფორმა სააღდგომო პასკამ მე-19 საუკუნეში მიიღო. ეს ყველაფერი კი პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშინსკის, უფრო კონკრეტულად კი მისი მზარეულის დამსახურებაა. სწორედ ამ უკანასკნელმა მისცა სააღდგომო პურს ეს ფორმა. სიმბოლურად პასკა აღნიშნავს გოლგოთას, მთას, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე - გავრცელებული ცნობით, დაშავდა 4 ადამიანი

„უფალმა მოგვცა შანსი კიდევ ერთხელ, რომ შევცვალოთ ყველაფერი ცუდი კარგისკენ“ - ნინი ქარსელაძე

„თუ ასე გიხარია ნაცებთან ყოფნა და გენატრება მიშა, აახვიე „ვივამედთან“ და დაგიდგამთ რბილ სავარძელს!“ - ნათია ბერიძე ნინი ბადურაშვილს დაუპირისპირდა