სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აბულინგებენ „პოსტივის“ ერთ-ერთ ჟურნალისტ გოგოს.
აღნიშნული კადრები მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა მოიწონა, რამაც ჟურნალისტ ნათია ბერიძის გაღიზიანება გამოიწვია.
ამ მიზეზით კი ნათია ბერიძე ნინი ბადურაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა:
„მარტო ამ „ლაიქის“ გამო არასოდეს არ დაგანებებ თავს, სანამ იქ არ წახვალ სადაც შენი ადგილია, შე ბანძო ქალო! ვის დასცინი, იმ პატარა გოგოებს 24/7 რომ ლანძღვა გინებას იტანს და შეურაცხყოფას მარტო იმიტომ, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ? რამე არ შეგეშალოს და ვინმეში არ შეგეშალოთ შენ და შენნაირებს ეს ბავშვები! თუ ასე გიხარია ნაცებთან ყოფნა და გენატრება მიშა, აახვიე „ვივამედთან“ და დაგიდგამთ რბილ სავარძელს!
ლელას ლაიქებს არა შენს თავმოყვარეობას დავდევ, ბავშვების ბულინგს გინებას და ლანძღვას რომ ამართლებ და მაგას ალაიქებ. შენ რომ თავმოყვარეობა გქონდეს აქ კი არ დაწერდი კომენტარს წახვიდოდი და მოხსნიდი ვიდეოდან ლაიქს, იუმორი შენ გქონდეს 24/7-ზე რომ გინება გექნება, ფურთხება რტყმა და ამას ამართლებ შენი ლაიქით და ესაა შენი რეალური სახე.
იმის თავი მაინც უნდა გქონდეს გადაცემებში ქალთა მიმართ ძალადობაზე, ბულინგზე რომ ლაპარაკობ ეს მაინც არ მოიწონო და ამის მხარდამჭერი მაინც არ იყო. პოლიციის მხრიდან ქმედებები ხომ დაგმე, ხომ ჩაიწერე ქულები ნაცებში? რა მოხდა რევოლუციას ელი და უკანალს უფრთხილდები ვინც იქნება იქით გადახტები? ვერ მოგართვი ნინი, ჩემი თანამშრომლების დაცინვას შენ კი არა ბარეორს არ ვაპატიებ, ერთხელ ცხოვრებაში გაბედე და გადი იმ აქციაზე იმედის მიკროფონით და იმუშავე, ერთხელ სცადე აიტანო ის რასაც ალაიქებ და ნახავ სად დგახარ და ვისთან.
ახლა ადექი და მოშალე ეგ ლაიქი, ბავშვებს მოუხადე ბოდიში თორემ მე კი არაფერი მაქვს დასაკარგი, ბოლომდე ჩაგყვები ნინი რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემი ბავშვების გამო! ჩემი ქვეყნის გამო, ღირსების გამო რომელიც როგორც აღმოჩნდა შენთვის არაფერს ნიშნავს.
დაგეშილები თქვენ ხართ ფულზე და სუნი საითაც გცემთ ფულის იქით ხტით. გვახსოვხარ ნინი მიშას დროს და დაგეშვაზე თუ ვლაპარაკობთ, გავიხსენებთ ვინ რაზე იყო და არის დაგეშილი. ამ ბავშვებს შენი ხელფასის მეათედი არ აქვთ, მაგრამ მაინც არასოდეს უკადრებიათ ის, რაც შენ იკადრე და კადრულობ. სამაგიეროდ ღირსება აქვთ და თავმოყვარეობა შენზე ბევრად დიდი და ამის ფასს შენ ვერ გაიგებ. ლაიქი რომ გგონია პრობლემა ეგ არის შენი შეგნების დონე დ ამანდ ჩანს რასაც წარმოადგენ, რითაც ხარ სადაც ხარ და რატომაც ხარ. ახლა თუ გინდა ლაიქს დააბრალე თუ გინდა სხვა რამეს რასაც შენი ვიწრო ჭკუა გასწვდება“, - წერს ნათია ბერიძე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/810475007663730
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიმწიფის ასაკი რა მაგარი ყოფილა“ - მაია ასათიანი 47 წლის გახდა
⭕როგორ აღნიშნავდნენ აღდგომის დღესასწაულს 1915 წელს საბურთალოელები – ფოტოამბავი