Digest Logo

🎥 „რატომ დასჭირდა და გააჩინა ღმერთმა ადამიანი ქალად და კაცად?“ - რას პასუხობს მოძღვარი გურამ ოთხოზორია ფემინისტის შეკითხვას

1772715237
მამა გურამ ოთხოზორია

„რატომ გააჩინა ღმერთმა ადამიანი ქალად და კაცად, მხოლოდ გამრავლებისთვის? რატომ დასჭირდა სხვადასხვა სქესად მოვლინება?“ - აღნიშნული შეკითხვა გურამ ოთხოზორიას ტელეწამყვანმა, ფემინისტმა ირინა ტორონჯაძემ საკუთარ პოდკასტში დაუსვა. 

როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, თავდაპირველად შეიქმნა კაცი, არა როგორც მამაკაცი და დედაკაცი, არამედ სრულყოფილი ადამიანი, რომელშიც შერწყმული იყო როგორც „მასკულინური“, ისე ფემინური ელემენტები:

„თავში ღმერთს ადამიანი როგორც ქალი და კაცი არ გაუჩენია, გააჩინა კაცი! კაცი სულაც არ არის მამაკაცი, დედაკაცი და მამაკაცი კაცია! ეს ასპექტები ფემინური და „მასკულინური“, ბიოლოგიური კაცი და ქალი, პირველ კაციდან იყო, რომელშიც გამოუვლენელად იყო. მთლიანად შეზავებული, შერწყმული, კაცურობა და ქალურობა. იესოც სრული კაცია.

გამრავლება და შვილები ეს ჯილდოა, ბონუსია. ორი უნდა გახდეთ ერთი ისევ, რადგან თავში ერთი იყავით. ღმერთმა ერთი მთლიანი არსება შექმნა, კაცი! ძალიან დასრულებული იყო, თვითკმარი იყო, თავის თავში ჩაბრუნებული. საბოლოოდ ეს სამყაროს გამთლიანებაა.

ბევრს ეშლება ხოლმე, ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად თვისო და არ არის ასე. ეს იყო პროექტი, განზრახვა, აღსრულება და შეფასება. თათბირი იყო განზრახვის ნაწილში, მოდი, ვქმნათ ხატად და მსგავსად.  არის აზრი, რომ ანგელოზებს ეთათბირებოდა, არის აზრი, რომ სამივე თავის თავში, ებრაელების ერთ-ერთი ვერსიაა, რომ ღმერთი ადამს ესაუბრებოდა იქამდე, სანამ გამოიყვანდა რეალიზაციაში, ანუ ადამიანის პროექტს, იდეას. ეს ბიბლიაშიც მტკიცდება, მისი ნების და თათბირის გარეშე არ გამოუყვანია. 

ადამი მიწას ნიშნავს. პირველი კაცი შიგნით დასრულებულად იყო, რათა ის მომხდარიყო რაც თქვა, ადამში ყოფილიყო თავისუფლება, თავისივე თავის ქმნადობის. გარედან კი არ მოჰყავს მერე ღმერთს ევა. მოიწყინა ადამმაო, წყვილები რომ ნახა, ცხოველები. გამოწვევა გაუკეთა, შენ უწყვილოდ ხარო და როგორც კი ნაკლებობას განიცდის, იმ წუთს ავსებს, აი, ღმერთი როგორ მოქმედებს ადამიანზე, მასში ამწიფებს, მერე კვირტს ისხამს, მკვახე ნაყოფს ისხამს და ა.შ. როგორც კი ადამში ნაკლებობა, სურვილი წამოვიდა, მერე მისცა ქალი. 

რაც შეეხება ნეკნს, არასწორი თარგმანია. ებრაულად წერია ცელა, რუსულად არის რებრო და ძველ-ქართულად არის ერთი გვერდი მისთანაგნი“, - ამბობს მამა გურამ ოთხოზორია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„სულიერად არაფხიზელი ადამიანი, როგორც წესი, ცოდვას მაშინ ამჩნევს, როცა საქმეში აღასრულებს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

გლიმერები, ზუმერები და მილენიალები - ცხოვრების ახალი წესები, ფსიქოლოგიური რეალობა და თაობათაშორისი ანალიზი მაგდა კოტრიკაძისგან

ტოპ 3 რიცხვი დაბადების თარიღში - ამ ციფრების ქვეშ დაბადებულები ყველაზე ხშირად აღწევენ დიდ წარმატებას!