Digest Logo

„სულიერად არაფხიზელი ადამიანი, როგორც წესი, ცოდვას მაშინ ამჩნევს, როცა საქმეში აღასრულებს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1772712237
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ცოდვა იბადება გულის სიტყვიდან - შიგნით.

და თუ სინდისი არ გაიფაქიზე და ფხიზლად არ იქენი, მღვიძარედ, ვერც კი მიხვდები, ისე გაიზრდება, ფესვებს გაიდგამს და მაშინღა ამჩნევ, როცა ის შენ უკვე გმართავს — ეს უკეთეს შემთხვევაში, თორემ სულიერად არაფხიზელი ადამიანი, როგორც წესი, ცოდვას მაშინ ამჩნევს, როცა საქმეში აღასრულებს — ან ყვირის, ან ღრიალებს, ან იგინება, ან ჩხუბობს, ანუ როცა ცოდვა უკვე სიტყვაში, ან საქმეში გამოვლინდება, მანამდე კი ვერ ხვდება...

სანამ ჩანასახის მდგომარეობაშია ცოდვა, ადვილი მოსარევია, მაგრამ ის უნდა შეამჩნიო, რომ გათავისუფლდე შეწყნარებული გულის სიტყვისაგან, სანამ სიტყვაში და საქმეში გამოვლინდება, ამას სჭირდება, მუდმივი მღვიძარება და სიფხიზლე, ეს ნიშნავს გონებით გულში — ქრისტესთან ერთად მყოფობას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

გლიმერები, ზუმერები და მილენიალები - ცხოვრების ახალი წესები, ფსიქოლოგიური რეალობა და თაობათაშორისი ანალიზი მაგდა კოტრიკაძისგან

ტოპ 3 რიცხვი დაბადების თარიღში - ამ ციფრების ქვეშ დაბადებულები ყველაზე ხშირად აღწევენ დიდ წარმატებას!

„ღმერთი გამოიწვევს მიწისძვრას, რომელიც ისრაელის მტრების ჯარებს პანიკაში ჩააგდებს, მზე სიბნელედ გადაიქცევა და მთვარე „სისხლად“ - რას ამბობს ბოლო ჟამის წინასწარმეტყველება