პეპტიდები წარმოადგენენ ამინომჟავების მოკლე ჯაჭვებს, რომლებიც კანის უჯრედებს აძლევენ სიგნალს, გამოიმუშაონ კოლაგენი და ელასტინი. ისინი ფართოდ გამოიყენება შრატებსა და კრემებში ნაოჭებთან საბრძოლველად.
პეპტიდები განსაკუთრებით პოპულარულია თავის მოვლის ინდუსტრიასა და ფიტნეს/ველნეს სფეროში. მათ ხშირად უწოდებენ თანამედროვე კოსმეტოლოგიისა და დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას.
რატომ ეძახიან პეპტიდებს ბოტოქსის ალტერნატივას? - აღნიშნულ თემაზე „კოტკასტში“ კოსმეტიკის ქიმიკოსმა ანა ტკაჩუკმა ისაუბრა:
„პეპტიდები ყველა არ არის ანტიასაკობრივი დანიშნულების და ყველა არ არის ბოლომდე შესწავლილი, რამდენად აქტიურია და ასევე განსხვავდება ზომის მიხედვით, ანუ რაც უფრო დიდი ზომის არის ეს პეპტიდი, ამინომჟავების წყობით შექმნილი მოლეკულა, მით უფრო გაუჭირდება შესვლა კანში. არსებობს პეპტიდები, რომლებიც, რა თქმა უნდა, შედის კანის შრეებში.
რატომ ეძახიან ბოტოქსის ალტერნატივას? ცოტა დამაბნეველი სახელია. ნეიროტრანსმიტერზე ის პეპტიდებიც მოქმედებენ, უბრალოდ არ შლიან ნეიროტრანსმიტერს, ბლოკავენ და ეფექტიც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ნაკლებ ხნიანია. ბოტოქსი ინექციაა და კანში მაშინვე შედის. პეპტიდები ნეიროტრანსმიტერზე მოქმედებს, ამიტომ ეძახიან „ბოტოქსი ქილაში“, თუმცა პეპტიდების შემცველი კრემი წავისვათ და ეგრევე ბოტოქსის ეფექტი მივიღოთ, ეგრე არ არის. მოხმარება ამ პროდუქტის უნდა იყოს ხანგრძლივი, აი, ამ შეცდომას უშვებენ კოსმეტიკურ პროდუქტებთან, მოიხმარენ 1-2 კვირა და ელოდებიან ბოტოქსის ეფექტს“, - ამბობს ანა ტკაჩუკი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ: