
ტელეწამყვანი და მოდელი, ნინუცა ორჯონიკიძე ამჯერად ბლოგერის ამპლუაში გვევლინება და „იუთუბის“ საკუთარი არხი შექმნა. ნინუცა საზოგადოებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებს აცნობს, და ჰყვება საინტერესო ამბებს.
ნინუცა ამჯერად გადაცემის „სალომე კასრაძის პოდკასტი“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე, მიზნებსა და სირთულეებზე ისაუბრა.
მთავარ შეკითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისში ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის შვილმა მთავარ საქმიანობად YouTube - არხი ექცია, ამაზე მან ასეთი პასუხი გასცა:
„ტელევიზიაში ყველაფერს სწავლობ, ვითარდები. 2018-19 წლიდან ვმუშაობ ტელევიზიაში. ჰოდა, მას აქვს ჩარჩო, პატივი უნდა სცე მაყურებელს, რადგან განსხვავდებიან. იქაურობას ჩარჩო უხდება და უნდა ჰქონდეს.
ახლობლები მეუბნებოდნენ YouTube მოგიხდება, კარგი იქნებაო და გავითვალისწინე, თუმცა ამ ყველაფერს ვერ ვხედავდი. სტუდიაში ერთი და იგივე აღარ მინდოდა. მინდოდა განვითარება, მეტი პასუხისმგებლობა ამეღო, უფრო რთული საქმის კეთება მინდოდა.
გარე გადაღებაზე რთული არაფერია, სწორედ აზარტმა და სირთულემ გადამაწყვეტინა ყველაფერი. ზოგადად, ამბის მოყოლა ბავშვობიდან ჩემი საყვარელი საქმე იყო, იდეაში ამას გავყევი.
იუთუბმა ბევრად დამოუკიდებელი გამხადა, ძალიან რთულია, სანაცვლოდ ბევრს იხდი, მაგალითად დრო, რასაც ახლობლებს აკლებ, ძილი, ოჯახი და ყველაფერს აკლებ. როცა რაღაცას აკეთებ, დანარჩენი ფუჭდება.
ჩემთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. ჩემს ირგვლივ შემდგარი ადამიანები იყვნენ, ყველა ხელის გულზე მატარებდა, სითბოთი და სიყვარულით მექცეოდა, მაგრამ მე სულ მქონდა ეს, რომ რაღაც უნდა მეთქვა.
ძალიან მიყვარს საქმის კეთება, მუშაობა. ამ დროს ადამიანი იცვლება, უნარებს იღებს და ძალიან ბევრი პროცესი მიდის. ეს ყველაფერი ჩემს გულში და გონებაში მოგზაურობაა, სამყაროს გაცნობაა.
მგონია, რომ დედაც უკეთესი ვარ თუ ჩემს შვილს ჩემს ცოდნას და გამოცდილებას გავუზიარებ. შემიძლია მივახვედრო რაღაცას, მივხვდე მისი პრობლემა, ვასწავლო როგორ გაუმკლავდეს „ჰეითს“. ეს ყველაფერი მასწავლა იმან, რომ „კომფორტის ზონიდან“ გავედი“, - ამბობს ნინუცა ორჯონიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მარტის საყურადღებო ასტროლოგიური მოვლენები, რომლებიც გავლენას ყველა ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს