
ყველასთვის საყვარელი მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ასაკს არასოდეს მალავს, არაჩვეულებრივად გამოიყურება და მიიჩნევს, რომ ეს მისი ხასიათის დამსახურებაა. უხარია სხვისი წარმატება, ხარობს სხვისი ბედნიერებით და ცხოვრების ის გზა, რომელიც მარტივი გასავლელი სულაც არ იყო, უკან მოიტოვა.
ახლახან კი მომღერალი გადაცემას „სხვა რაკურსი“ ესტუმრა, სადაც მართვის მოწმობის ჩამორთმევის ისტორია გაიხსენა:
„6 წლის წინ მე და ჩემი ორი მეგობარი სადღაც კლუბში ვიყავით. სამის ნახევარზე იქიდან გამოვედით და მართლა ცოტა მქონდა დალეული, ზოგადად არ მიყვარს ზედმეტი სასმელი. გამოსვლის წინ, კოქტეილი მოვწრუპე, მწყუროდა.
ვარაზისხევით ამოვდივარ და უცებ პატრული მეძახის გააჩერეო. მე რატომ გადავწყვიტე გაქცევა არ ვიცი. გადავედი ფალიაშვილით, შროშით და ის ვერ დამეწია და სხვა ეკიპაჟს სთხოვა და ჩამკეტეს.
მე როგორც რეციდივისტი, ჩაბერეთო. ვაიმე, გეხვეწებით არ ჩამაბერინოთ - მეთქი. არაო, როგორო. გამიშვეს საჯარიმოზე, 6 თვიანზე.
სამი თვე ვიყავი ძალიან ცუდ დღეში. მამა ბოდიში, რადგან ისიც აქედან გაიგებს“, - იხსენებს ცისანა სეფიაშვილი.