15 წლის უსინათლო ძაღლი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოაგდეს - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრეს.
კამერასთან მეპატრონის მეზობელი ამბობს, რომ ძაღლი გადმოაგდეს, პატრონი კი ადგილზე მანამ არ გამოჩნდა, სანამ პოლიციამ გამოძიება დაიწყო:
„ძაღლის მეპატრონე საქართველოში არ იმყოფება. ის მეპატრონემ ძმას დაუტოვა. გადმოაგდეს ძაღლი, უფრო ასე ვფიქრობთ, გარეთ რომ გამოვედი ძალი მკვდარი იყო უკვე, დასისხლიანებული, ყბა მოტეხილი ჰქონდა. ამ ბატონმა პოლიციასთან ბრძანა, რომ გადმოუვარდა ძაღლი. თუ ის გადმოუვარდა, სად იყო და რატომ არ ჩამოვიდა უცებ. ჩვენ ნახევარი საათი ვიდექით, შემდეგ პოლიციაში წავედით, რადგან განცხადება დაგვეწერა. არავინ გამოჩენილა ამ ძაღლთან. ავტეხეთ განგაში, მოვუხმეთ ტელევიზიებს და ცხოველთა უფლებადამცველებს. სხვათა შორის სწრაფად მოვიდნენ. საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია“, - ამბობს მზია გაგოშიძე.
როგორც სიუჟეტში ამბობენ, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ქართული სცენის ნამდვილი ვარსკვლავი“ - როგორ ულოცავენ მეგობრები ანრი ჯოხაძეს 45 წლის იუბილეს
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ მამლის წელს დაბადებულებმა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით