მკვლელობა არაფრის გამო - ასე შეიძლება ვუწოდოთ ფაქტს, რომელსაც 43 წლის თემურ გოგიშვილი ემსხვერპლა. 2 შვილის მამა სასიკვდილოდ უცნობმა ადამიანებმა არასრულწლოვან შვილთან და ნათესავთან ერთად სცემეს. ის ადგილიდან ტვინის მძიმე დაზიანებით, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში წაიყვანეს - 29-დღიანი კომის შემდეგ კი გარდაიცვალა. „კურიერი პიესმა“ მძიმე დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერები მოიპოვა, კადრები, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ახალგაზრდა კაცს და მის თანმხლებ ბავშვებს.
12 აგვისტო, სოფელი ორბეთი - თემურ გოგიშვილი 2 არასრულწლოვანთან, შვილთან და ნათესავთან ერთად, კიკეთიდან თონეთში, სტუმრად მიდის. გზად ორბეთში მაღაზიასთან ავტომობილს აჩერებს და პროდუქტს ყიდულობს. სალაროსთან მისული გოგიშვილი ამჩნევს, რომ მას აკვირდებიან, ამის შემდეგ უცნობ კაცთან საუბარს იწყებს.
გოგიშვილი, მისი თანმხლები არასრულწლოვნები და უცნობი კაცი, მარკეტს მშვიდი საუბრით ტოვებენ, საუბარი შენობის მიღმა გრძელდება. რამდენიმე წუთში, სიტყვიერი კამათი ჩანს. არასრულწლოვნები და ადგილზე მყოფი ერთი მამაკაცი ვითარების განმუხტვას ცდილობენ, თუმცა ჩხუბში მოულოდნელად სხვები ერთვებიან და თემურ გოგიშვილს გამეტებით ურტყამენ. ურტყამენ მამის დასაცავად მისულ არასრულწლოვნებსაც.
ვრცლად👇
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 თი მაჭავარიანს დაბადების დღე აქვს - ინფლუენსერი 33 წლის გახდა