მღვდელი გურამ ოთხოზორია არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი და დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი. იგი საზოგადოებაში ფართოდ არის ცნობილი თავისი აქტიური საჯარო მოღვაწეობით, საინტერესო ქადაგებებით, პოდკასტებით და ფილოსოფიურ-სულიერ თემებზე მსჯელობით.
ამჯერად იგი „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან სულისა და სხეულის ავადმყოფობის შესახებ ისაუბრა:
„მედიცინის სფერო, ზოგადად რწმენის სფერო, რელიგია, ნუ ყველაფერი საერთოდ ეს დისციპლინები, რომლითაც ჩვენს სამყაროს და ადამიანს შევიცნობთ და ვუდგებით სხვადასხვა კუთხით, არიან არა საპირისპირო და რაღაცა ისეთი ურთიერთგამომრიცხავია, არამედ აღმავსებლები არიან.
რაც შეეხება კურნებას, ჯანმრთელობას, აქ საუბარი არ არის მხოლოდ ფიზიკურზე. როდესაც ადამიანი მატერიალურ აზროვნებით ხედავს საკუთარ თავს და სამყაროს, როცა ეს სიტყვები ესმის, ჯანმრთელობა, მკურნალობა ავტომატურად გადაუდის სხეულზე და ამ დროს სხეულზე ბევრად მეტია თვითონ ადამიანის არსი.
აი, არის ერთ ასეთი გამოთქმა, რომ არ არსებობს ავადმყოფი ორგანო, არსებობს ავადმყოფი ადამიანი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღესაც ეს თემა არის სადავო მეცნიერებისთვის და აქ, რაღაცა რელიგია თუ რწმენა და მეცნიერება თითქოს ვერ პოულობენ თანხმობას.
მეხსიერებამ და სულიერებამ, რწმენამ უნდა აღავსოს ერთმანეთი...
ყველგან ნომერ პირველი საკითხი არის ადამიანის ადგილი სამყაროში, ერთდროულად არის შიშებიც, რომ რაღაცა მოხდება და არის გადარჩენა და ისეთი დაინტერესებებია საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ რამხელა ნეგატივია გარეგნულად, შინაგანად ახალგაზრდებში განსაკუთრებით ყველგან არის მაძიებლობა. ეძებენ საკუთარ თავს, ეძებენ რა გავაკეთო, ვინ ვარ, სად ვარ.
ჩვენმა მოწამეებმა, ჩვენმა წინაპრებმა რამდენიც ცრემლი ვღვარეთ, როგორ ფიქრობთ, განგებამ რომ დაუშვა ეს წუთისოფელი, არ გათვალა ეს ტკივილები?
და თუ გათვალა არ დააზღვევდა იმ ცრემლებს და ბავშვის ცრემლებს, ტკივილებს დედის გამწარებას შვილი რომ უკვდება?
მაშინ რატომ უშვებს?
პირველი რაც ამას მოჰყვება, ის უსასრულო დიდია, ვიდრე მცირე ტკივილი და მეორე, ყველა ტკივილი დაზღვეულია, აქაც და იქაც, ის ასე ჩანს გარედან, მაგრამ დაზღვეული ნიშნავს, რომ ყველა დაღვრილ ცრემლზე ია ამოდის“, - ამბობს მამა გურამ ოთხოზორია.
ვრცლად, ვიდეოში👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცივილიზაციის გადატვირთვა და კარმული პროგრამების ცვლილება - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი