დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს დღეს, 21 ივლისს, დაბადების დღე აქვს.
იუბილეს მას ქალიშვილი მარიამ მდივანი სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ულოცავს:
„დღეს ჩემი სუპერგმირის დაბადების დღეა, ჩემი დედაჩემის.
დე, დღეს მთვარის საერთაშორისო დღე ყოფილა და სამყაროც ერთხმად შეთანხმდა, ორი ყველაზე დიდი სილამაზე ერთ დღეს აღგვენიშნა.
ჩემი საუკეთესო მეგობარი და ცხოვრების მეგზური ხარ. ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი და მაგალითი, სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის.
ცხოვრება იწყება იქ, სადაც შენ ხარ და შენ სუნთქავ, დე. ყველა ვინც გიცნობს, იცის რომ ამას, მხოლოდ ჩემი შეხედულება და მიკერძოება არ მაწერინებს, შენ ხარ დიდი, ვეებერთელა მზის სხივი დედამიწაზე, რითაც გვილამაზებ სამყაროს...“, - წერს მარიამ მდივანი.
დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს, 29 აპრილს ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა.
გარდაცვალების მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერდა და ამბობდა, რომ გიორგიმ ნასვამმა დაიძინა, ღამე ღებინება დაეწყო და გაიგუდა.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცივილიზაციის გადატვირთვა და კარმული პროგრამების ცვლილება - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი