მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს
ამის შესახებ მან, გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
მისივე განმარტებით, საჩუქარს სიმბოლური დატვირთვა ექნება.
„როდესაც ხვიჩას დაბადების დღე იყო, მაშინ მე ვიდეომიმართვა ჩავწერე და აზრი მომივიდა.
აგერ, ჩემს წინ არის ჭადრაკი, რომელიც ქართულ ცეკვას წარმოადგენს. ეს ჭადრაკი საკოლექციოა, რომელიც ჩვენმა ოჯახმა გამოუშვა. მე უფრო ვუწოდებ „აცეკვებულ ფიგურებს“, რადგან ნებისმიერი ფიგურა, რომელიც ჭადრაკის დაფაზეა, ცეკვის ილეთს წარმოადგენს, ქართული ცეკვის შესაბამისი სამოსით. სავსებით უნიკალურია.
რატომ მეფე? ამას სიმბოლური დატვირთვა მივეცი. იმდენად ბრწყინვალე თამაში უჩვენა მთელი სეზონი და ახლაც მშვენიერ ფორმაშია და იმავეს აგრძელებს. მომავალშიც მისგან დიდ წარმატებებს ველით. ჭადრაკის დაფაზე მეფე ძირითადი ფიგურაა და მინდა, ასეთი ძირითადი ფიგურა ყოფილიყოს ყოველთვის, როცა ის მოედანზე გამოვა. ასეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს“, - აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რომანტიკული ვალსი და მეგობრები - როგორ აღნიშნა ნინო ნადირაძემ დაბადების დღე