Digest Logo

რატომ უნდა მიიღოთ ტორადოლი ტკივილთან გასამკლავებლად?

1751889104
პსპპსპსსსსსსსსსსსსს

ტკივილი მძიმე გამოცდილებაა, რომელიც ყველა ჩვენგანს გამოუვლია. მას ჩვენი ყოველდღიურობის, ჯანმრთელობისა და მენტალური მდგომარეობის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, რა იწვევს ტკივილს – ოპერაცია, ტრავმა თუ ჯანმრთელობის რაიმე ქრონიკული მდგომარეობა – მთავარ დისკომფორტი თავად ტკივილია და ყველა სხვა ფაქტორს განზე სწევს.

შესაბამისად, ტკივილთან ბრძოლა მკურნალობის პირველი ეტაპია, რადგან გაუკონტროლებელ ტკივილს, დომინოს პრინციპით, სხვა მრავალი პრობლემა მოჰყვება: მაგალითად, ძილის დარღვევა და მას მოყოლილი დაბალი პროდუქტიულობა. ტკივილის კონტროლის ტრადიციული სტრატეგიები მრავალმხრივია, თუმცა, დაგვეთანხმებით, პირველი, რასაც ასეთ დროს ვეძებთ, ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტებია, რომელთა ეფექტიანობასაც იმით ვზომავთ, თუ რამდენად მალე დაასრულებენ დისკომფორტს.

თანამედროვე მედიცინა ტკივილგამაყუჩებლების ფართო არჩევანს გვთავაზობს, რაც ძალიან კარგია, თუმცა იდეალური პრეპარატის შერჩევას საკმაოდ ართულებს. ეს სტატია ერთ-ერთ წარმატებულ ტკივილგამაყუჩებელს, ტორადოლს (საერთაშორისო დასახელება – კეტოროლაკი) ეხება, რომელიც ზომიერი და ძლიერი ტკივილის ხანმოკლე კუპირებისათვის ეფექტიანი მედიკამენტია და პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.

ტორადოლი ძლიერმოქმედი ანალგეტიკია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებებით, რომელიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს მიეკუთვნება. ტორადოლის მოქმედ ნივთიერებას კეტოროლაკი წარმოადგენს. აფთიაქებში ვხვდებით როგორც ტორადოლის ამპულებს, ისე 10მგ-იან ტაბლეტებს.

ტორადოლის დადებითი მახასიათებლები

სხვა მრავალი ტკივილგამაყუჩებლისგან ტორადოლს გამოარჩევს ის, რომ არ არის ოპიატი და, შესაბამისად, არ მოქმედებს ცენტრალურ ოპიატურ რეცეპტორებზე. ტორადოლი არ გაგირთულებთ სუნთქვას და, ბუნებრივია, არც სუნთქვის ოპიატებით გამოწვეულ დათრგუნვას ან სედაციას აძლიერებს. კეტოროლაკი უმთავრესად ღვიძლში მეტაბოლიზდება.

მათ, ვისაც მედიკამენტების მიერ ორგანიზმზე დატოვებული კვალი გაშფოთებთ, გეტყვით, რომ კეტოროლაკი და მისი  მეტაბოლიტები, უმთავრესად, თირკმელებით გამოიყოფიან. შეყვანილი დოზის საშუალოდ 92% შარდით გამოიყოფა. ამასთან 40% მეტაბოლიტების სახით, ხოლო 60% უცვლელი პრეპარატის სახით. ჯანმრთელი ორგანიზმიდან  ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 5.3 საათს. რა თქმა უნდა, პარამეტრები განსხვავებულია ასაკის მატებასთან ერთად.

ტორადოლი არის იმ პრეპარატთა შორისაც, რომელიც შეიძლება ორსულებს დაენიშნოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო. ორსულებში ტორადოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური სარგებელი ნაყოფის წინაშე არსებულ შესაძლო რისკს გადაწონის – ეს გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს. მიუხედავად ამისა, ამ პრეპარატის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ ძუძუთი კვებისას, რადგან მცირე კონცენტრაციით პრეპარატი აღმოჩენილია დედის რძეში.

მიუხედავად იმისა, რომ ტორადოლი მძიმე ტკივილების დაყუჩების ეფექტიანი საშუალებაა, გახსოვდეთ, რომ ტკივილის მენეჯმენტი ხშირად ჰოლისტურ მიდგომას მოითხოვს – ტკივილებს, როგორც წესი, აუცილებლად აქვთ მიზეზი, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და პრობლემის სათავეს მიაგენით. იქამდე კი, თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ტკივილის გარეშე გაგრძელებაზე ტორადოლი იზრუნებს.