Digest Logo

„რატომღაც მიაჩნიათ, რომ ძალიან ნაკითხი ვარ და მთლად ასეც არ არის საქმე...“ - გიორგი გველესიანს გულშემატკივრებმა საყვარელი წიგნისა და მწერლის შესახებ ჰკითხეს

1721898559
გიორგი გველესიანი

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა წარმატებულმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა, „Geo Team • ჯეო თიმი“ youtube არხზე გულშემატკივრის კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, „საყვარელი წიგნი რომელია, რომელმაც გარდატეხა მოახდინა შენში?“ გიორგი გველესიანი პასუხობს:

- „ძმები კარამაზოვები“- დოსტოევსკის.

შემდეგი კითხვაც წიგნებს უკავშირდება, რომელიც ასე ჟღერს „გამარჯობა გიორგი, შენ ერთ-ერთ გადაცემაში ახსენე, რომ წიგნთან კარგი ურთიერთობა გაქვს. მაინტერესებს, ვინ არის შენი საყვარელი მწერალი. ასევე ავტობიოგრაფიის დაწერას ხომ არ აპირებ, ისეთი კარიერა გაქვს, ვფიქრობ საინტერესო იქნება“, რაზეც გიორგი პასუხობს:

- სულ წიგნებზე გვაქვს მოკლედ შეკითხვები, რატომღაც მიაჩნიათ, რომ ძალიან ნაკითხი ვარ და მთლად ასეც არ არის საქმე.საყვარელი მწერალი რა თქმა უნდა ქართველებში ჯემალ ქარჩხაძე, ალბათ დოსტოევსკი ყველაზე დიდი არის ჩემთვის. წიგნის დაწერას არ ვაპირებ. არ გამომივა ეგ ამბავი, რაც გამომდის იმას მივაწვები“.

ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილია, თანასოფლელის მიერ კახეთში მოკლული პირების ვინაობა

🎥 „იყავით ფრთხილად, შეიძლება ფსიქიკური დაავადებები, შიზოფრენია, ფსიქოზები, სუიციდური აზრები, დაავადებები, კიბოც კი აიკიდოთ“ - მარიამ ციმინტია საზოგადოებას აფრთხილებს

🎥 17-წლიანი სიყვარულის ამბავი და საერთო საქმიანობით დაგვირგვინებული ოჯახური თანაცხოვრება