მომღერალი ნიკოლოზ ხარატი, რომელიც საზოგადოებამ მუსიკალური პროექტიდან „რანინა“ გაიცნო, 15 წლისაა.
მან გადაცემაში „პროექცია“ საკუთარ შესაძლებლობებსა და კონცერტის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:
„ზოგადად, არ ვნერვიულობ კონცერტის დაწყებაზე, ეგ მაქვს და ძალიან მიხარია.
რეპეტიციაზე ვერ ვავლენდი იმას, რასაც კონცერტზე. ფიზიკურად მაქსიმუმს ვდებდი, მაგრამ კარგი არ გამოდიოდა. კონცერტზე სულ სხვა იმპროვიზაციას მივმართავდი, ახლაც ასეა, კონცერტზე სულ სხვა ხასიათით გავდივარ.
სცენაზე გასვლისას ცა იხსნება და ღრუბელი გადადის“, - ამბობს ნიკოლოზ ხარატი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან ლამაზი ხარ...“ - როგორ გამოიყურებოდა ნეკა დოროყაშვილი მილანის მოდის კვირეულზე