
რესტორან „ქვევრს“ ბოლო რამდენიმე საათში არაერთი უარყოფითი შეფასება დაუწერეს სოციალურ ქსელებში. რა აღიზიანებთ მოქალაქეებს და რატომ გამოხატავენ ისინი აგრესიას? „ორგანიზებული კიბერშეტევის“ შესახებ „დაიჯესტი“ პროდიუსერსა და რესტორან „ქვევრის“ მეპატრონეს ლაშა ბასლანძეს ესაუბრა.
„გახსოვთ ალბათ „დედაენის ბარში“ რაც ხდებოდა, რუსებმა რომ შემოუტიეს, „გუგლზე“ და „ფეისბუკზე“ ცუდი „რევიუების“ - შეფასებების დადება დაიწყეს, ვითომ ხელის შესაშლელად. მე რომ ვერ გამაჩერეს, ვერ დამაბულინგეს და ვერ შემაშინეს, რესტორან „ქვევრზე“ ორგანიზებული კიბერშეტევა ხორციელდება - რუსული მეთოდებით მიტევენ. ისინი ჩემთან არც დადიოდნენ სტუმრად, არც ახლა მოვლენ და არც მომავალში ივლიან, რადგან ჩვენ არ მივიღებთ ასეთ სტუმრებს - „ქვევრი“ ქვეყნის მოღალატეებს არ მასპინძლობს.
საერთოდ მე რა უნდა ვთქვა, როდესაც დეპუტატის გარდაცვლილი დის ფოტოს ატრიალებენ, ოჯახი ალბათ რა დღეშია - ისინი რა მორალზე საუბრობენ, როცა ადამიანობას გაცდნენ?! ვისაც ეს ქცევა მოსწონს ან მიდგომა მოსწონთ საქმის, ან ბიზნესის მიმართ, ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი - ვის როგორ საქართველოში უნდა ცხოვრება?! ეს ქცევა ბიზნესის მიმართ მათ მოსწონთ, ვიცი, მიშას შთამომავლები არიან და მოსწონდათ ბიზნესის ასეთი ტერორი, ტერორისტები არიან.
წააგეს ყველგან და ბოლო შხამის ამონთხევაა, უნდათ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება გამოიწვიონ. ვისაც უნდა საქართველოში დაპირისპირება, უნდა გაითვალისწინოს, რომ არც ის ხალხი ვართ 90-იანებში ერთმანეთს რომ ვესროდით და იმ უკრაინელებზეც წინ ვართ, ვინც „მაიდანი“ ჩაატარა.
ჩვენ ქუჩაში ერთმანეთს არ დავხოცავთ. ბევრი შეცდომა აქვთ და ხალხთან ჯობია ურთიერთობის დალაგება სცადონ“, - უთხრა „დაიჯესტს“ ლაშა ბასლანძემ.
„დაიჯესტმა“ თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე სქრინი ამოიღო იმ შეფასებებისა, რომელიც ქვევრის „ფეისბუკის“ გვერდზე ბოლო რამდენიმე საათში დაიწერა.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ: