ცნობილ ქართველ რეჟისორს, სცენარისტსა და მხატვარს რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდები კი დღეს და ხვალ, 8-9 ივნისს, მარიონეტების თეატრში 16:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება.
მას 10 ივნისს, 15:00 საათზე, ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ. რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.