Digest Logo

რიკი მარტინმა რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

1784106036
რიკი მარტინი

პუერტო-რიკოელმა მომღერალმა რიკი მარტინმა 16 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.

ამის შესახებ ინფორმაცია „დაიჯესტს“ biletebi.ge-ის წარმომადგენელმა, გვანცა ნოზაძემ დაუდასტურა.

„დღეს დილით გაუქმდა კონცერტი. ორგანიზატორისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თავად არტისტმა გააუქმა შოუ.

მოქალაქეებს ჩვენი საკომისიოს ჩათვლით უბრუნდება თანხა.

რიკი მარტინი იყო თუ არა საქართველოში ჩამოსული ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, - ამბობს biletebi.ge-ს წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას. 

ცნობისთვის, რიკი მარტინი, მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი და ლათინური პოპის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა.