Digest Logo

„რითმა თავში არ მომსვლია ისე დავბერდი და ლექსებს ვწერ...“ - როგორი ბებიაა ლაურა რეხვიაშვილი

1784703928
ლაურა რეხვიაშვილი

მიმდინარე წლის 30 აპრილს, ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ლაურა რეხვიაშვილი 74 წლის ასაკში ბებია გახდა. 

მის ვაჟს ბიჭი შეეძინა, რომელსაც თომა დაარქვეს. 

ბებიობაზე და შვილიშვილისადმი დამოკიდებულებაზე მსახიობმა პოდკასტში „შანტრაპა“ ისაუბრა:

„არაფრის თქმა შემიძლია, იცი რატომ? ის სიტყვები, რამაც უნდა გადმოსცეს, არ მყოფნის. 

ერთს ვიტყვი, ამაზე ტკბილი და მნიშვნელოვანი, არაფერი ყოფილა. 

ძალიან ადვილად ვიმახსოვრებდი და ალბათ ახლაც ტექსტს, საკმარისია დავჯდე და წავიკითხო ტექსტი უკვე ვიცი, ადვილად მოკლედ რა. რითმა თავში არ მომსვლია ისე დავბერდი და ლექსებს ვწერ. 

უნიჭოდ, მაგრამ რიტმაში. ვეფერები, ვეფერები და გამოდის ლექსი. 

„ჩემი ბიჭის ბიჭი, ჩემი ცხოვრების ნიჭი, ჩემი გულის გული, გარეთ გამოსული...

ჩემი სისხლის წვეთი, მოღუღუნე ღმერთი“. 

სად ჩავიძვრინო, აი, მინდა გულის მაგივრად, სულის მაგივრად... საოცრებაა..

უცნაური იცი რა არის? შვილიშვილს კი არ ვუყურებ, ვუყურებ, რომ დამიპატარავდა მათე და მათე და თომა ერთად არიან მკლავში“, - ამბობს ლაურა რეხვიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„იმ გოიმ კომუნისტებს ფორმატი ჰქონდათ...“ - რას ჰყვება ლაურა რეხვიაშვილი „სიყვარული ყველას უნდა“-ს გადაღებების კადრსმიღმა დეტალებზე

„არახელსაყრელია მკურნალობის, სწავლისა და მშენებლობის დაწყება...“ - 22 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„ტუტუც ბავშვს რომ ზრდის ვინმე, არ იცის რა არის მშობლობა და ყველაფერს უსრულებს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება