Digest Logo

როდემდე არ იქნება წვიმა თბილისში - „ჰაერის დაბინძურება ისევ ნარჩუნდება“

1763461913
 უნალექო ამინდი დამატებით საფრთხეებს ქმნის

თბილისში მიმდინარე კვირის ბოლომდე ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ქვეყნის მთავარი მეტეოროლოგები იუწყებიან.

დედაქალაქში, სადაც ავტომობილების გამონაბოლქვით და სხვადასხვა მშენებლობის გამო ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობა ისედაც ნორმაზე მეტია, უნალექო ამინდი დამატებით საფრთხეებს ქმნის.

წვიმა ან თოვლი ჰაერს ამ მავნე ნაწილაკებისგან ასუფთავებს და ის მიწაზე ილექება. ასეთი ამინდის შედეგად კი, ნაწილაკები ჰაერში რჩება და ის ჩასუნთქვისას ადამიანების ორგანიზმში ხვდება. ზოგიერთი ნაწილაკი ადამიანის თმის ღერის სისქეზე 30-ჯერ მცირეა და არსებობს ამ ნაწილაკების არა მარტო ფილტვებში, არამედ სისხლში მოხვედრის საშიშროებაც.

სპეციალისტები ამბობენ, რომ დასახლებულ პუნქტში, განსაკუთრებით დიდ მეგაპოლისებში, წვიმას და ქარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის ატმოსფერულ ჰაერს ასუფთავებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შესაძლოა, საინტერესო სამუშაო შესაძლებლობა გაჩნდეს...“ - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი სიურპრიზი ელოდება

⭕იოჰან სებასტიან ბახის დაკარგული ნაწარმოები 320 წლის განმავლობაში პირველად შესრულდა

⭕„ცდუნებამ შესაძლოა, სულიერი  მიღწევები გაანულოს...“ - 18 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით