Digest Logo

იოჰან სებასტიან ბახის დაკარგული ნაწარმოები 320 წლის განმავლობაში პირველად შესრულდა

1763450126
იოჰან სებასტიან ბახი

გერმანიაში ლეგენდარული კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის უცნობი საორგანო ნაწარმოები 320 წლის განმავლობაში მაყურებლის წინაშე პირველად შესრულდა.

ეს ლაიფციგში, წმინდა ტომასის ეკლესიაში მოხდა, სადაც ბახი 27 წლის განმავლობაში მუშაობდა და სადაც დღეს მისი საფლავია. ნაწარმოები ნიდერლანდელმა ორგანისტმა ტონ კუპმანმა შეასრულა. მისი შეფასებით, ეს „ძალიან მაღალი ხარისხის“ ნამუშევრებია.

ორი ნაწარმოები - ჩაკონა რე მინორში და ჩაკონა სოლ მინორში ბრიუსელის სამეფო ბიბლიოთეკაში გერმანელი კომპოზიტორის შემოქმედების მკვლევარმა, პიტერ ვოლნიმ, ბახის მანუსკრიპტების კატალოგიზაციისას 1992 წელს აღმოაჩინა. შემდეგი 30 წელი მან ნოტების ავთენტურობის დადგენას მოანდომა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ცდუნებამ შესაძლოა, სულიერი  მიღწევები გაანულოს...“ - 18 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„სწავლობს ქრისტესადმი სიყვარულს... ამისთვის არის ყველაფერი ამ სოფელში“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „20 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 10:47 საათზე ახალმთვარეობაა მორიელის 29° გრადუსზე ეს არის ბოლო, კრიზისული გრადუსი“ - ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი

წყარო: imedinews.ge