საქართველოში წვიმიანი ამინდი 13 ივნისამდეა ნავარაუდები, აღმოსავლეთით შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
ჭიათურაში ახალგაზრდა კაცი დაიკარგა - „შეგვეხმიანეთ, ოჯახი ძალიან ნერვიულობს“
🔵 „9 და 10 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს“ - მეტეოროლოგის პროგნოზი