Digest Logo

🎥 „თქვა, რომ მზად იყო საჰაერო ბურთით საქართველოსთვის გადაეფრინა“ - „იმედის კვირის“ სამძიმარი ტრაგიკულად დაღუპულ ოპერატორზე

1707394924
მიშომიშომიშო

სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.

„ჩვენი გუნდი ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო მიშოსთან ერთად“,- აღნიშნულია „იმედის კვირის“ სამძიმრის წერილში, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გამორჩეული მეგობარი, განსაკუთრებული ადამიანი, პროფესიონალი, ჩვენი დიდი ოჯახის გამორჩეული წევრი - მიშო.

მხიარული, მზრუნველი და იუმორით სავსე. მთა, ზღვა, სტიქია, კრიზისი, ცხელი წერტილი - მისთვის არ არსებობდა დაბრკოლებები.

10 წელზე მეტი „იმედთან “ და „იმედის კვირასთან“ ერთად, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი  მაყურებლისთვის ქმნიდა გამორჩეულ კადრებს, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავდით.

ასეთი იყო 22 წლისა, როცა „იმედის კვირის“ გუნდს შემოუერთდა და 32 წლისაც, როდესაც თქვა, რომ მზად იყოს საჰაერო ბურთით საქართველოსთვის გადაეფრინა.

სამწუხაროდ, ეს გაფრენა საბედისწერო აღმოჩნდა… ახლა დიდი ტკივილი გვაერთიანებს.

ჩვენი გუნდი ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო მიშოსთან ერთად, მაგრამ მიშო ყოველთვის ჩვენთან იქნება - განსაკუთრებული მეგობარი, დიდი გულით და კეთილი ღიმილით.

მიშო გვიყვარხარ, შეხვედრამდე მეგობარო“, - წერია სამძიმრის წერილში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩამოფრინდა და უთხრეს... ქუთაისის აეროპორტი შემზარავმა ხმამ შეძრა“ - რას წერს შოთო სიხარულიძე

„მადონა იმ იმედით მოფრინავს საქართველოში, რომ შვილები რეანიმაციაში ჰყავს და ცოცხლები არიან“ - შოთო სიხარულიძე დაღუპული ტყუპების დედაზე

გასამართლება ქურდობისა და ყაჩაღობისთვის - სოსო ჯაჭვლიანის უცნობი ამბავი