Digest Logo

„აფერუმ თქვენს ქალობას... ამაოდ იღლებით, ეს მოაზროვნე, თავისუფალი და ლაღი თაობაა, არავის დირექტივებზე არ ივლიან“ - დათო ოქიტაშვილი პრეზიდენტზე

1707396948
დათო ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე საჯაროდ წერს:

„ახლა კარგად მომისმინე ბაბო სალომკა, არც კი ვიცი, როგორ მოგმართოთ, რადგან ქართველი ხალხის პრეზიდენტად ვერ მოგიხსენიებთ, მით უფრო ბოლო პერიოდში თქვენი „მოღვაწეობის” შემყურე 
სამწუხაროა, რომ ხალხი და მით უფრო ახალგაზრდობა, ბრმა და ლოგიკას მოკლებული გგონიათ ამაზრზენია, როცა “ევროპული ღირებულებების მქუხარე დამცველის” მანტია მორგებული, ახალგაზრდებს მოუწოდებთ გამოგყვები და რეალურად კი, მათი თანატოლებს და ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელ, სისხლისმსმელ ჯალათებთან გვერდით დგომისკენ უხმობთ, ეს გარეწრობაზე და ცინიზმზე მეტია…

რატომ ფიქრობთ, რომ ახალგაზრდობა ადვილად სამართავია პოპულისტური ლოზუნგებით.
ეს აღარაა ტყუილებით მოწამლული თაობა.

კორუფციასთან ბრძოლისკენ უხმობთ, ელიტარული კორუფციის მამა მთვარის დამქაშებთან დგომით - სასაცილო აღარაა, ამაზრზენია.

ევროპისკენ უხმობთ, დღემდე გრუს გენერალი ნაპრეზიდენტალის ბიძის დირექტივებით მართულ, სამაჩაბლოს ქვების გროვად “ჩამოვწერ”, კოდი რის გამყიდველ და გმირი ბიჭების გვამებზე, რუსთაველზე მოტაშ-ფანდურე გარე წრეებთან მიუძღვებით.

აფერუმ თქვენს ქალობას, ამაოდ იღლებით, ეს მოაზროვნე, თავისუფალი და ლაღი თაობაა, არავის დირექტივებზე არ ივლიან, ისინი უკეთეს მომავალს ქმნიან სადაც პოპულიზმს, მონურ ფსიქოლოგიას, არც კორუფციას და არც ქვეყნის გამყიდველებს ადგილი არ ექნებათ“, - წერს დათო ოქიტაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თქვა, რომ მზად იყო საჰაერო ბურთით საქართველოსთვის გადაეფრინა“ - „იმედის კვირის“ სამძიმარი ტრაგიკულად დაღუპულ ოპერატორზე

„ჩამოფრინდა და უთხრეს... ქუთაისის აეროპორტი შემზარავმა ხმამ შეძრა“ - რას წერს შოთო სიხარულიძე

„მადონა იმ იმედით მოფრინავს საქართველოში, რომ შვილები რეანიმაციაში ჰყავს და ცოცხლები არიან“ - შოთო სიხარულიძე დაღუპული ტყუპების დედაზე