
როგორი გრძნობა 18 წლის ასაკში დედობა? - ამის შესახებ იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს.
„შოკში ვიყავი, როდესაც ბავშვის ყოლის შესახებ გავიგე, რადგან მეც ბავშვი ვიყავი. მე დღესაც ბავშვური ვარ, და ვფიქრობ ასეთად მოვკვდები.
შვილის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა, მე კიდე ჩემს თავშიც არ ვიყავი გარკვეული, მაგრამ ვფიქრობ რასაც ღმერთი გიგზავნის ის უნდა მიიღო. დედაჩემი და ჩემი და ძალიან დამიდგა გვერდით. დღეს ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, არ მყავს ჩემ შვილზე ახლო მეგობარი“, - ამბობს მსახიობი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ „ჭირვეულის მორჯულება“ ასეთ პოპულარობას მომიტანდა“ - ორნელა მუტი