Digest Logo

„რო­დე­საც ასეთ ადა­მი­ანს გა­ი­მე­ტებ რომ ჯიჯგნონ, პა­სუ­ხის­თვი­საც მზად უნდა იყო, ბი­ჭებს ალ­ბათ დიდი დაღი და­ას­ვა“ - ნატო გელაშვილის პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს

1750057966
 ნატო გელაშვილი

ყველასათვის საყვარელი მომღერლის ნატო გელაშვილის ოჯახი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ბულინგი მსხვერპლი გახდა.

გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ბულინგი 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში {თსუ} გამართულმა კონცერტმა გამოიწვია, სადაც მან შვილებთან, ლუკასთან და გიორგისთან ერთად კონცერტი გამართა.

ძმებმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელიც ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა მო­უ­წო­ნა და მათი მი­სა­მარ­თით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ბი­ჭებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. 

ამ პოსტს ჭოხონელიძეები გამოეხმაურა და ნანუკას საპასუხო პოსტი დაუწერეს:

„ნა­ნუ­კა, თქვენს გვერ­დში ჩვენ არას­დროს დავ­დგე­ბით!!

უფრო მე­ტიც, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს თქვე­ნი გზე­ბით ვი­ა­როთ.

ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გა­ი­მე­ტა სა­ჯიჯგნად… დღეს მად­ლო­ბას გვიხ­დის, რომ თურ­მე ნა­ტოს­თან ერ­თად სი­ა­რულს, მას­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი ვარ­ჩი­ეთ.

სა­სა­ცი­ლოა“, - აღ­ნიშ­ნავ­დნენ ძმე­ბი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­ე­ბი. 

აღნიშნულ თემაზე ნატო გელაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტის კითხვას, როგორ მოქმედებს მასზე ეს ყველაფერი ასე უპასუხა:

„აღარ მოქ­მე­დებს. ჩემს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე რა­მაც იმოქ­მე­და, ის დაღი დას­მუ­ლია დღემ­დე.იმის მერე არა­ფე­რი აღარ მიკ­ვირს და არც გა­მიკ­ვირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის გან­სას­ჯე­ლია ვის რა მოს­წონს, არც არა­ვის მრწამსში ჩავ­რე­ულ­ვარ. მე თუ ჩემი სა­დარ­დე­ბე­ლი მაქვს და ჩემს პოსტს ავ­ტვირ­თავ, სა­ქი­ლი­კოდ ნუ გახ­დი და სა­ჯიჯგნად. არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბია. არ გა­მო­მირ­ჩე­ვია ადა­მი­ა­ნი, არც პარ­ტი­ით, არც მე­გობ­რო­ბით, არც ვი­ღა­ცის­თვის მიკ­რავს ხელი რომ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ა­ში იყო.

ნა­ხე­ვარ ქა­ლაქს ვიც­ნობ და არა­სო­დეს გა­მიყ­ვია ქა­ლა­ქი იმით, რომ ვი­ღაც ასე ფიქ­რობს და ან ისე. რო­დე­საც ასეთ ადა­მი­ანს გა­ი­მე­ტებ რომ ჯიჯგნონ, პა­სუ­ხის­თვი­საც მზად უნდა იყო. ბი­ჭებს ალ­ბათ დიდი დაღი და­ას­ვა და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ალ­ბათ სწო­რედ ეგ არის. მე აღარც პოს­ტებს ვკი­თხუ­ლობ, მე დავ­წე­რე ჩემი გუ­ლის­თქმა და და­ვამ­თავ­რე“, - ამბობს ნატო გელაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პირველი დაბადების დღე საქართველოში და პირველი დაბადების დღე მამის ამპლუაში“ – სოფია კვინიკაძის მეუღლე იუბილარია

🎥 „გაატარეთ 10 დღე, იქ სადაც დაიბადეთ“ - როგორი დასვენებაა ზოდიაქოს ნიშნებისთვის კომფორტული? ანზორ ოდიშარიას რჩევები!

⭕„ბედი გამოგიგზავნით ნიშანს ან აგიხდებათ სასურველი ოცნება“- 16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან