იოგას სპეციალისტმა გვანცა ხარაშვილმა გადაცემა „პრაიმ შოუში“ იოგას სიღრმისეულ ფილოსოფიასა და მის ფსიქო-ემოციურ სარგებელზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, იოგა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში არ არის - სხეულის პოზებისა (ასანები) და ღრმა სუნთქვითი ვარჯიშების (პრანაიამა) სინთეზი ტვინს სიმშვიდის იმპულსებს გადასცემს, რაც შფოთვის დაძლევასა და შინაგანი წონასწორობის აღდგენაში ეხმარება ადამიანს.
„რა თქმა უნდა იოგას ძირითადად ადამიანები მოიხსენიებენ როგორც ფიზიკურ აქტივობას, თუმცა საკმაოდ დიდი და ღრმა ფილოსოფია აქვს. როდესაც ჩვენ მოვდივართ ხალიჩაზე, ჩვენი სუნთქვა და სხეული ერთიანდება. აუცილებლად უნდა შევახსენო ხოლმე მოსწავლეებს აქტივობა მოხდეს სუნთქვით. ყველა ორგანოს თავისი ვარჯიში აქვს. გონებაც თავისთავად გადადის სხვაგან.
ასანები არის სხეულის პრანაიამები კი სუნთქვითი ვარჯიშები. შფოთვისთვის კარგია ღრმა სუნთქვები და ტვინს აძლევ იმპულსს, რომ ყველაფერი მშვიდად და კარგადაა“, - აღნიშნა გვანცა ხარაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უღირსად, მიწაზე დაცემის შემდეგაც კი გვირტყამდნენ“ - მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ
⭕ „ყველაზე დიდი საჩუქარი სხვებისთვის ბედნიერების მოტანაა...“ - ნუცა ბუზალაძე პროექტ „ნიჭიერზე“