Digest Logo

🎥 „როდესაც მე ის მჭირდება ვერ ვიღებ, სიცარიელეა, არ არის დედის თვალები, მისი შეხება, თბილი ხმა“ - მაია ცირამუა ემოციურად მიუწვდომელი მშობლის ფენომენზე

1759910710
მაია ცირამუა

ემოციურად მიუწვდომელი მშობელი - ეს არის ადამიანი, რომელიც შვილს ყველაფერს აძლევს მატერიალურად, მაგრამ ვერ გადასცემს ყველაზე მთავარს - თბილ ემოციას, მოსმენასა და თანაგრძნობას. ასეთ ოჯახში ბავშვი სწავლობს, რომ გრძნობების გამოხატვა სისუსტეა და სიყვარული მიღწევადია. შედეგი კი ხშირად ჩრდილივით მიჰყვება ზრდასრულ ცხოვრებას: დაუცველობა, ემოციური შიმშილი და დაუმთავრებელი მცდელობა, მოიპოვოს ის სითბო, რაც ოდესღაც აკლდა.

აღნიშნულ თემაზე „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ ფსიქოთერაპევტმა მაია ცირამუამ ისაუბრა:

„არის ჩემს გვერდზე მშობელი და არ აქვს ჩემთან ემოციური კავშირი, განრიდებულია. შეიძლება დეპრესიაშია, აქ ბევრი ქვეგვერდითი საკითხები შემოდის, რომელიც პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკას უკავშირდება. 

არ ვარ მისგან მხარდაჭერილი, ვერ მხედავს, გამჭვირვალე ვარ - ახლა მე ვახმოვანებ ადამიანების ნათქვამებს, განრიდებულია, გასულია. ანუ, როდესაც მე ის მჭირდება, ვერ ვიღებ, სიცარიელეა, დედის თვალები არ არის, არ არის დედის შეხება, თბილი ხმა არ არის. რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვის დაბადებისას დედის ჩახუტებას, შენი ხმის მოდულაციას, როგორ ეპასუხები, როგორ აგყავს ხელში.

ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, პირველი ობიექტი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ორალურ ფაზაში არის დედა! 

ეს არ ნიშნავს, რომ მამა განზე უნდა იდგეს, მაგრამ შემდეგში მამა უფრო ბევრ რამეს განსაზღვრავს. მამა ზურგია, ასეთი როლი აქვს მას შენს ცხოვრებაში“, - ამბობს მაია ცირამუა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რამდენად სწორია/არასწორი არ ვიცი, თუმცა გავლენა ნამდვილად აქვს...“ - რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სახელის ისტორიას

„ვინც ვერ გაიგებს და ტალახს მესვრის, არ მწყინს და აქედანვე მივუტევე... ვინც მიცნობთ მათ კი იცით, როგორი მანერით ვაზროვნებ“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

გოგა მანიას წინასწარმეტყველება ახდა! - გორში 4 დღის წინ დაკარგული კაცი იპოვეს, რას ამბობდა ეზოტერიკოსი