მთელი მსოფლიო გასახდომი ინექციების ბუმმა მოიცვა, ეს 21-ე საუკუნის სამედიცინო რევოლუციაა, სადაც წონის დაკლება ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე გახდა შესაძლებელი. ერთის მხრივ, ეს არის თანამედროვე მედიცინის გარღვევა, რამაც ათასობით ადამიანს ოცნება აუსრულა, მაგრამ მეორე მხრივ, არიან დაზარალებულები, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე ფასი გადაიხადეს.
სად გადის ზღვარი ესთეტიკურ ოცნებასა და რეალურ საფრთხეს შორის? - აღნიშნულ თემაზე „პრაიმშოუში“ იმსჯელეს:
„ზოგადად ვარჯიში ისედაც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, განსაკუთრებით რაც უფრო ასაკი გვემატება და მით უმეტეს, როცა ამ პრეპარატის მომხმარებელი ხარ, კუნთოვანი მასის დაკარგვა ხდება, რაც ორგანიზმისთვის ძალიან სახიფათოა.
ძალიან დიდ გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე.
არ ვარ წინააღმდეგი, თუმცა უნდა დაინიშნოს ექიმის მიერ, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს“, - ამბობს გიორგი ტეფნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან მინდოდა დედასთან და მამასთან ცხოვრება...“ - რას ჰყვება თამო ვაშალომიძე