Digest Logo

🎥 „შვილიშვილი ცუდად რომ მყავდა, დავიფიცე, აღარასდროს მოვწევ -მეთქი... 3 თვეში არცერთ ტანსაცმელში აღარ ვეტეოდი“ - რას ამბობს ნინო ნადირაძე

1793820930
ნინო ნადირაძე

მთელი მსოფლიო გასახდომი ინექციების ბუმმა მოიცვა, ეს 21-ე საუკუნის სამედიცინო რევოლუციაა, სადაც წონის დაკლება ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე გახდა შესაძლებელი. ერთის მხრივ, ეს არის თანამედროვე მედიცინის გარღვევა, რამაც ათასობით ადამიანს ოცნება აუსრულა, მაგრამ მეორე მხრივ, არიან დაზარალებულები, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე ფასი გადაიხადეს. 

სად გადის ზღვარი ესთეტიკურ ოცნებასა და რეალურ საფრთხეს შორის? - აღნიშნულ თემაზე „პრაიმშოუში“ იმსჯელეს:

„ასაკმა არც მე დამინდო, ამას დაემატა ის, რომ ძალიან დიდი ხნის მწეველი ვიყავი და წელიწად-ნახევრის წინ, შვილიშვილი ავად რომ მყავდა, დავიფიცე, არასდროს მოვწევ -მეთქი, სიგარეტი ჩემთვის ისეთი სიამოვნება იყო, ყველაფერს ველეოდი მის გარდა. ზუსტად 3 თვეში ვხედავ, რომ არაფერში აღარ ვეტევი, 8 კილო ისე ავკრიფე, ვერც მივხვდი. საკვების რაოდენობა გავანახევრე, ვარჯიში გავაძლიერე, მაგრამ სასწორს არაფერი ეტყობოდა. 

თურმე წონის კლება რაღაც პირობებში არც ისე მარტივია, ჭარბ წონას იმდენი გვერდითი მოვლენა ახლავს, სავარაუდოდ, ვერ შევადრი იმ გვერდით მოვლენებს, რაც წონის კლების საშუალებებს აქვს“, - ამბობს ნინო ნადირაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან მინდოდა დედასთან და მამასთან ცხოვრება...“ - რას ჰყვება თამო ვაშალომიძე

⭕რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ტანსაცმლის შეძენისას?

🎥 „რაღაც პერიოდის მერე აუცილებლად ხვდები, რომ ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ შენ იყო ის, ვინც ხარ!“ - რას ამბობს ლალი ბადრიძე

✕