Digest Logo

„როდესაც ოჯახში მიმიწვევენ, ოფიციალურად ვთხოვ მათ ქალიშვილის ხელს“ - რას ამბობს ლუკა კურტანიძე რჩეულზე

1735034543
ლუკა კურტანიძე

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ქართველი სპორტსმენი ლუკა კურტანიძე შეყვარებულია. მისი რჩეული პერსონალური ტრენერი და ცნობილი ტიკტოკერი სოფო მეფარიშვილია. ქართველი სპორტსმენი ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ მათი სიყვარულის ამბავი განსაკუთრებულია:

„როგორც კი პირველად დავინახე, ჯერ მისი თვალების სილამაზეში ჩავიძირე და მერე მივხვდი, რომ ის მართლა სასწაული ადამიანია. ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი, არ ვიცი როგორ შევძელი, რომ მას შევუყვარდი“, – ამბობს კურტანიძე „სარკესთან“.

ქართველი სპორტსმენი ამბობს, რომ ჯერ არ იცნობს თავისი რჩეულის მშობლებს, თუმცა ემზადება იმისთვის, რომ ოჯახში მიიწვევენ და მათ ქალიშვილს ხელს ოფიციალურად სთხოვს:

„მე ჯერ არ მქონია სოფოს მშობლების გაცნობის ბედნიერება, მე მისი ძმები გავიცანი, მქონდა ამის ბედნიერება. მათ ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და ველოდები, როდესაც ოჯახში მიმიწვევენ და ოფიციალურად ვთხოვ მათი ქალიშვილის ხელს. შემდეგ იქნება წინდობა, ჯვრისწერა და ოფიციალური ქორწილი, ხელმოწერით. ეტაპობრივად აქეთ მივდივართ, როგორც წესი და რიგია“, – უთხრა „სარკეს“ ლუკა კურტანიძემ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„წინა დღით მესიზმრა, რომ მისი სახლის სახურავი ახდილი იყო, თანაკლასელი გოგონა ჩაცხრილეს მანქანაში“ - რას ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

„იცით რატომ არ უნდა უსურვო ცუდი ბოროტს? რადგან ის ბოროტიც უფლის დაშვებაა და უნდა იფიქრო, რომ მშობელს უწყევლი შვილს“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

🎥 „მადლობა ზუგდიდს თბილი დახვედრისთვის! მალე აფხაზეთში ჩავატარებთ ერთად კონცერტს!“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა ხაჩიძე

წყარო: fortuna.ge