Digest Logo

„წინა დღით მესიზმრა, რომ მისი სახლის სახურავი ახდილი იყო, თანაკლასელი გოგონა ჩაცხრილეს მანქანაში“ - რას ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მის წინასწარმეტყველურ სიზმრებზე

1735034354
ანა მიქაძე

ყველის მკვლევრის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ცხოვრებაში ცნობიერებისთვის რთულად აღსაქმელი ამბები არც თუ ისე იშვიათად ხდება. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება:

„დღეს ადამიანს რომ შევხედავ, ზუსტად ვიცი, მას რა მოუვა. ზოგჯერ ჩემს თავს ვეწინააღმდეგები, ყოველთვის ხომ არ გამართლდება ჩემი შეგრძნებები-მეთქი, მაგრამ გამორიცხულია, ზუსტად ისე არ მოხდეს, როგორც ვგრძნობდი და ჩემი წინათგრძნობა არ გამართლდეს. სიზმრებიც მაქვს.

მაგალითად, ჩემი თანაკლასელი გოგონა ჩაცხრილეს მანქანაში. წინა დღით მესიზმრა, რომ მისი სახლის სახურავი ახდილი იყო, მეორე დღეს თავის ქალა ახადეს ტყვიით. ასეთი სიზმარი იმდენად ბევრია, ვერც მოვყვები. ხანდახან ღმერთს ვთხოვ, საერთოდ არაფერი დამესიზმროს. მეშინია ჩემი სიზმრების. თუ ვინმეს გაფრთხილება შემიძლია, ძალიან ფრთხილად ვეუბნები, რა არ უნდა გააკეთოს, იმას არ ვეტყვი, რომ სიზმარში ვნახე რამე ცუდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სიზმარას მეძახიან“, - ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„იცით რატომ არ უნდა უსურვო ცუდი ბოროტს? რადგან ის ბოროტიც უფლის დაშვებაა და უნდა იფიქრო, რომ მშობელს უწყევლი შვილს“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

🎥 „მადლობა ზუგდიდს თბილი დახვედრისთვის! მალე აფხაზეთში ჩავატარებთ ერთად კონცერტს!“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა ხაჩიძე

„მეკვლე უნდა იყოს უცხო და არა ოჯახის წევრი, შენს კეთილდღეობაში არ უნდა იყოს დაინტერესებული“ - ყველაფერი, რაც 2 იანვრის ბედობაზე უნდა იცოდეთ

წყარო: fortuna.ge