მსახიობი ბესო ბერულაშვილი, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ იუმორისტული და თეატრალური როლებით გაიცნო, უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც აქტიური საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობს. მისი თქმით, ტაძარში მსახურებამ მისი მსოფლმხედველობა სრულად შეცვალა.
იგი გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და როგორც თავად აღნიშნა 20 წელი ილია მეორის სტიქაროსანი იყო, ახლა პატრიარქ შიო მესამესთან მსახურობს.
მისი თქმით, როდესაც შიო მესამეს ინტრონიზაცია მოხდა, ცრემლები ვერ შეიკავა.
„ვუერთდები ამ მილოცვას, მთელი გულით ვულოცავ შიო მესამეს. ჩვენ ქვეყანას ჰყავს არაჩვეულებრივი პატრიარქი.
გარდა იმისა, რომ მაღალი სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანია და აქვს განსაკუთრებული სიყვარული ღვთის მიმართ, ამავდროულად აქვს ყველაზე მთავარი მადლიერება.
როდესაც პატრიარქად აირჩიეს, პირველი, რაც შიო მესამემ გააკეთა, იყო ის, რომ ჩავიდა სიონში, უწმინდესის, ილია მეორის საფლავზე, პანაშვიდი გადაუხადა, მუხლი მოიყარა და მადლობა გადაუხადა“, - აცხადებს ბესო ბერულაშვილი.


ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიყვარულს სჭირდება წყლის დასხმა და მოვლა“ - ლევან ხურციას და მარიამ კუბლაშვილის ოჯახური იდილია
⭕„ხანმოკლე წვიმა ელჭექით“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი