Digest Logo

„როდესაც ურთიერთობა დავიწყეთ, დეპრესია სრულად დამარცხებული ჰქონდა და შესანიშნავად გრძნობდა თავს“ - გიორგი კეკელიძის და მარიამ სოსელიას სიყვარულის ისტორია

1763014599
გიორგი კეკელიძე

ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია, რამდენიმე თვის წინ მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს. 

გამოცემამ „ზმნა“ მარიამ სოსელია ჩაწერა, სადაც მან ქმარსა და სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა:

„პროფესიით პროდიუსერი ვარ, ბევრი წელი სარეკლამო ინდუსტრიაში გავატარე, კომერციული ვიდეო რგოლების პროდიუსერი ვიყავი. შემდეგ გადავინაცვლე მარკეტინგსა და პიარში. ახლა LIB.GE აკადემიის მმართველი პარტნიორი ვარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა. ძალიან სასიამოვნო პერიოდია ამ მხრივ ჩემს ცხოვრებაში“, - ამბობს მარიამ სოსელია. 

- გიორგი კეკელიძე როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?

- ერთმანეთი 2015 წელს გავიცანით. პირველად ტელევიზიაში შევხვდით, სადაც გიორგი სტუმრად გვყავდა მოწვეული. რეალურად ამ დროიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა, თუმცა მაშინ ურთიერთობის ამ მოდელზე არც ერთს არ გვიფიქრია, რადგან ორივეს ჩვენი პირადი ცხოვრება გვქონდა.

იმ დროს გიორგიზე ვიცოდი, ვინც იყო და რასაც საქმიანობდა, თუმცა კარგად მახსოვს, პირველად „ჩაის თემაში“ ვნახე და მისი გამოსვლა ძალიან მომეწონა.

ბევრი ვიცოდი მის შესახებ და ვთვლიდი, რომ გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანია. გაცნობის შემდეგ მალევე დავმეგობრდით და ამ ამპლუაშიც ყოველთვის მქონდა მისი იმედი. ახლა კი, ძალიან ვამაყობ რომ ჩემს შვილს ასეთი მამა ჰყავს.

რეალურად შეყვარებულობიდან დაქორწინებამდე ძალიან მალე მივედით. 9 წელი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და მოვლენების სწრაფი განვითარებაც ამან გამოიწვია. ყველაფერი ბუნებრივად განვითარდა, არა რაიმე კონკრეტული ფაქტის შემდეგ.

გიორგი არავის ჰგავს და მასთან ურთიერთობაც ყოველ დღე განსხვავებულია. იქიდან გამომდინარე, რომ თავად მას ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს, ამაში მეც მომიწია ჩართვა.

- რა შეცვალა ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ? თანაცხოვრება რაღაცებს ცვლის...

- გიორგი იმაზე თბილი ადამიანია, ვიდრე იქამდე წარმოვიდგენდი. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. მე და გიორგის ბევრი განსხვავებული ინტერესი გვაქვს, თანაცხოვრებასაც ყოველთვის მოსდევს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დროთა განმავლობაში, ორივემ გავიცანით ერთმანეთი, თუ როგორები ვართ შინ, რა გვწყინს, რა გვიხარია…

- მარიამ, გიორგი თავის მენტალურ მდგომარეობაზე თუ პრობლემაზე, უკვე ორი წელია საჯაროდ საუბრობს. ალბათ, თქვენ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშეთ იმაში, რომ მას ახალი ცხოვრება დაეწყო?

- არა, ვერ ვიტყვი, რომ იმ ადამიანთა სიაში ვარ, ვინც გიორგის ამ რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარა. არ გვქონდა ასეთი ახლო მეგობრობა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ცუდად იყო და ვცდილობდი, გამემხნევებინა, როცა ვესაუბრებოდი, თუმცა მაშინ ჩვენი მეგობრობა მაინც ფრაგმენტული იყო. როდესაც მე და გიორგიმ ურთიერთობა დავიწყეთ, მას დეპრესია სრულად დამარცხებული ჰქონდა და შესანიშნავად გრძნობდა თავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ოპერაციიდან 30 დღე გავიდა...“ - ლილიანას საოცარი გარდასახვა

„თაფლი და გამდნარი კარაქი თანაბარი პროპორციით, საწამლავია“ - შეუთავსებელი პროდუქტების სია, რაც იმუნიტეტს ასუსტებს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თამთა შედანიას ქმარი, ინტერიერის დიზაინერი რატი რა­ტი­ანი დააკავეს

წყარო: www.zmna.ge