Digest Logo

„თაფლი და გამდნარი კარაქი თანაბარი პროპორციით, საწამლავია“ - შეუთავსებელი პროდუქტების სია, რაც იმუნიტეტს ასუსტებს

1763012742
მამუკა რაშოიანი

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯანსაღი კვების რეჟიმის დროსაც კი შეუთავსებელი პროდუქტები იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას.

იგი შეუთავსებელი პროდუქტების 13 მაგალითს გვთავაზობს, რასაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ:

„იცოდით?!...

კვების ჯანსაღი რეჟიმის დროსაც შეუთავსებელი პროდუქტები იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას.

აი, 13 მაგალითი, რომელსაც უნდა მოერიდოთ:

1. რძისა და ნებისმიერი ხილის, ქოქოსის, თხილის, ხორცის, კვერცხის, იოგურტის, ლობიოსა და ბოსტნეულის შეთავსებამ შეიძლება საკვების მომნელებელი ფერმენტების დარღვევა გამოიწვიოს.

2. ნუ დააყოლებთ რძეს ბოლოკს, ნიორს, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს და ქათმის ბარკალს.

3. ხილი - სრულფასოვანი საკვებია. ნუ შეურევთ მათ სხვა პროდუქტებთან.

4. თაფლი და გამდნარი კარაქი თანაბარი პროპორციით - ეს საწამლავია.

5. თაფლის გათბობა, ადუღება ან ორთქლში გატარება სპობს მის არომატს და შხამიანს ხდის.

6. ლიმონის შეხამება რძესთან, იოგურტტან, კიტრთან და პომიდორთან, წევს მჟავიანობას. თავი შეიკავეთ.

7. ნუ მიირთმევთ ქათმისა და ღორის ხორცს ერთ დღეში, მით უარესი - ერთ კერძში.

8. არასოდეს შეათბოთ ხაჭო - საკვების მომნელებელი სისტემის დარღვევა გარანტირებულია.

9. თაფლი და ბოლოკი შეურიეთ მხოლოდ ვეგეტაიანულ პროდუქტებს.

10. ხაჭო და ფინიკი, შავი პილპილი და თევზი, რძე და ალკოჰოლი - შეუთავსებელია.

12. პლასტიკურ ჭურჭელში 10 დღეზე მეტ ხანს შენახული კარაქი ტოკსიკურია. შეინახეთ მინის ჭურჭელში.

13. ქუნჯუთის პასტასთან შერეული ისპანახი ფაღარათს იწვევს.

და ბოლოს, უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტების შეთავსებას ორგანიზმი კარგად ვერ ითვისებს. ერიდეთ ისეთ შეთავსებას, როგორიცაა, მაგალითად, ცხელი გარნირი და ხორცი“, - წერს მამუკა რაშოიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თამთა შედანიას ქმარი, ინტერიერის დიზაინერი რატი რა­ტი­ანი დააკავეს

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს ღირსეულად წარმოჩენა... დროა, ყველას ვაჩვენოთ რა შეგვიძლია ქართველებს “ - თეონა კბილაშვილი

„დაე, სულ ასე მხარდამხარ ჩემო ძვირფასო, ძალიან ბედნიერი უნდა მყავდე“ - არჩილ სოლოღაშვილი 46 წლის გახდა