Digest Logo

🎥 „როდესაც ვხვდები, რომ შეიძლება ძალიან არასწორად მოვიქცე, ვიღაცას ვატკინო, მივდივარ ტაძარში და...“ - როგორ ისწავლა მალიბუ ტუღუშმა მოთმინება

1784282494
მალიბუ ტუღუში

მომღერალი მალიბუ ტუღუში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საქართველოში ჩამოვიდა.

იგი „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ ესტუმრა, სადაც საკუთარ ემოციებზე ისაუბრა:

„მე ძალიან აფექტური ადამიანი ვიყავი, ვერ ვაკონტროლებდი ბრაზს. ბევრი ვიშრომე, ვისწავლე როგორ მეკონტროლებინა ეს ყველაფერი, რათა მშვიდად შევხვედროდი რაღაც საკითხებს, მაგრამ ეს ამერიკამ მასწავლა, ამერიკამ მასწავლა მოთმენა, დამშვიდება. 

როდესაც ძალიან ვბრაზდები და ვხვდები, რომ შეიძლება ძალიან არასწორად მოვიქცე, ვიღაცას ვატკინო, ვაწყენინო, მივდივარ ტაძარში, ვანთებ სანთელს და ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა და მოთმინება. 

მოთმინება უნდა შეგეძლოს, უნდა შეძლო დროს მისცე დრო“, - ამბობს მალიბუ ტუღუში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

მარნეულში შვილმა მამა მოკლა

„ჩემი სულიერი თავისუფლების მთავარი მიზეზი ისაა, რომ არც ერთი წინაპრის ცხოვრება არ მაქვს დასამალი“ - ნინო ნადირაძე მამაზე

🎥 სიყვარული ზაფხულში და საკურორტო რომანები: ვინ უნდა იქორწინოს აგვისტოში? მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი