Digest Logo

როგორ აღმოჩნდა ვანო იანტბელიძე რეპეტიციიდან პირდაპირ ომში, სადაც სოხუმის დაცემის მოწმე გახდა

1751400937
ვანო იანტბელიძე

თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე, რომელიც საპატიო ჯილდოს - მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენის მფლობელია, გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც მან პროფესიაზე, პირად ცხოვრებასა და სირთულეებზე ისაუბრა.

როგორც იგი იხსენებს, მას სოხუმის ომში წასვლა პირდაპირ რეპეტიციიდან მოუწია:

„გვქონდა რეპეტიცია. ვუთხარი წავედით, გამჩერებელი აღარ ვარ-მეთქი, აგვყვა ყველა და წავედით ბიჭები. 

წავედით აფხაზეთში.

თვითმფრინავი რომ აფრინდა, იქ ვიჯექით ჩვენ. მერაბ ხიდაშელი იყო მაშინ გუბერნატორი და გვთხოვა, არ წახვიდეთო, თელავის ჯგუფი მოდის და ერთად გაგიშვებთ ყველასო და ჩამოგვიყვანა დაბლა.

თვითმფრინავი აეროპორტში, 30 წუთში აფეთქდა“, - იხსენებს ვანო იანტბელიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძველი აგურებისგან გაკეთებულ სახლს მოჰყვა ის ამბავი, თითქოს ეკლესია დავანგრიე“ - რას იხსენებს ვანო იანტბელიძე

🎥 „ბილეთზე, რითაც საფრანგეთში გუბერნატორთან ერთად ვიყავი წასული, მედავებოდნენ, ეს თეატრის ფულით იყიდეო“ - როგორ მოექცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო იანტბელიძეს

მეგაშოუს „საქართველოს ხმა“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი გახდა